გუშინ მინისტრთა საბჭოს შეკრება გაიმართა

განიხილეს ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ასპექტები

676846
გუშინ მინისტრთა საბჭოს შეკრება გაიმართა

გუშინ, პრეზიდენტ ერდოღანის თავჯდომარეობით მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ პრესისათვის განცხადება გაავრცელა ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა და თქვა, რომ ძირითადად ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ასპექტები განიხილეს.

იგი შეეხო რა ამ ბოლო ხანებში ამერიკელი მაღალჩინოსნების ინტენსიურ ვიზიტებს ანკარაში,  მათ პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები ახლიდან გაუმჯობესდება.

სირიის ქალაქ რაკკის განთავისუფლების გეგმაზე საუბრისას კურთულმუშმა თქვა, რომ ყველაზე საუკეთესო სცენართან ერთად ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მომზადებულნი არიან, რადგან, რაკკაში კოალიციას ბრძოლა ექნება საუკუნის ერთ ერთ ყველაზე ორგანიზებულ და ძლიერ ტერ ორგანიზაციასთან, ხოლო თურქი ჯარისკაცები მიიღებენ თუ არ მიიღებენ მასში მონაწილეობას, ჯერ კიდევ არ დაუკონკრეტებიათ, ამ საკითხზე მოლაპარაკებებს აგრძელებენ ამერიკასთან.

“DEAŞ-ი ქალაქში დარჩენილ მოსახლეობას აუცილებლად გამოიყენებს ცოცხალ ფარად და ამიტომ დიდი სიფრთხილით უნდა განთავისუფლდეს რაკკა, წინააღმდეგ შემთხვევაში მრავალი უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპება“, განაცხადა კურთულმუშმა და ამერიკას კიდევ ერთხელ შეუთვალა, რომ არ შეიძლება ერთი ტერ ორგანიზაციის განადგურება მეორე ტერ ორგანიზაციით, რადგან, ტერ ორგანიზაცია რაც არ უნდა იყოს, მაინც არასოდეს არ მოიშლის ძალადობას, ამიტომაც მან ქურთული ტერ ორგანიზაციის PYD-ს მონაწილეობა რაკკის განთავისუფლებაში გამორიცხა.

კურთულმუშმა ბოლოს ამერიკის ახალი ხელისუფლებისგან 15 ივლისის პუტჩის ორგანიზატორის, პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰ გულენის ექსტრადაცია მოითხოვა    



მსგავსი ინფორმაციები