ჩავუშოღლუ მიუნხენის კონფერენციას დაესწრო

მიუნხენის 53-ე საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მიუნხენში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ შეხვედრების შემდეგ პრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

676151
ჩავუშოღლუ მიუნხენის კონფერენციას დაესწრო

დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასა და მიუნხენის 53-ე საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მიუნხენში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ შეხვედრების შემდეგ პრესის წარმომადგენლებს შეხვდა.

ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ სირიაში სხვადასხვა ჯგუფებს შორის ერთის მხრივ ვაჭრობა და დახმარებაა, ხოლო მეორეს მხრივ კი ერთმანეთს კლავენ.

„ვნახეთ, რომ მიცემული იარაღის ნახევარი დეაშთან ნახევარი კი YPG-სთან მიდის.  YPG-ს ხელში იარაღის აღმოჩენა PKK-ს ხელში აღმოჩენას ნიშნავს. ამას ვხედავთ ოპერაციის დროს და ვაკავებთ ამ იარაღებს. YPG და DEAŞ-ი სინამდვილეში ერთმანეთს ძალაუფლებისთვის ებრძვის. არა სირიის მომავლისათვის ორივე ცდილობს ერთმანეთს მიწები წაართვას მაგრამ დროდადრო ერთმანეთისგან იარაღს იღებენ, ცვლიან, ყიდიან. ნავთობის ჩათვლით ერთმანეთთან ვაჭრობა აქვთ. ეს ისედაც ყველამ იცის. დღესაც YPG-სთვის იარაღის მიცემის საფრთხისა და რისკების წინა პლანზე წამოწევასა და ყველას ყურადღების მიპყრობას შევეცადეთ.“ -აღნიშნა ჩავუშოღლუმ.

ამერიკასთან ურთიერთობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ამერიკის ახალმა ხელისფლებამ თურქეთთან ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების სურვილი მათ გადასცა და მათაც ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის ფეტულა გიულენის ექსტრადიციის არ განხორციელებიდან და ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება YPG-ს დახმარებამდე ობამას დროინდელი პრობლემები ახალ ხელისუფლებას გადასცეს.

მისივე თქმით, პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის, პრემიერ ბინალი ილდირიმის და მისი ამერიკელ უფლებამოსილებთან შეხვედრებზე თურქეთის YPG-ს საკითხზე სენსიტიურობაზე იქნა საუბარი.

„ტერორისტებთან თანამშრომლობის შეცდომასა და რისკებზე ამერიკელ მეგობრებს ვესაუბრეთ. თუ სწორ ჯგუფებთან ერთად ვიმოქმედებთ დეაშს ალ ბაბის შემდეგ რაკასა და სხვა ადგილებშიც დავამარცხებთ. შეგვიძლია სირია გავწმინდოთ. ერაყშიც უკეთესი სტრატეგია უნდა იყოს და რაც შეიძლება სწრაფად მოსული დეაშისგან უნდა განთავისუფლდეს. ამ პოლიტიკურ შეხვედრებთან ერთად სადაზვერვო და სამხედრო დონეზე გაიმართა შეხვედრები“- აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ჩავუშოღლუს განცხადებით, ელოდებიან, რომ ტრამპის ხელისუფლება თურქეთის შეშფოთებას გაიგებს და დაამატა: „გვსურს, რომ ახალმა ხელისუფლებამ სინამდვილე გაიგოს. თუ ასე იქნება ჩვენი ურთიერთობები ძველ დღეებს დაუბრუნდება.“



მსგავსი ინფორმაციები