შანლიურფაში მომხდარ აფეთქებას მთავრობის მხრიდან პირველი შეფასებები მოჰყვა

შანლიურფაში მომხდარ აფეთქებას მთავრობის მხრიდან პირველი შეფასებები მოჰყვა

674986
შანლიურფაში მომხდარ აფეთქებას მთავრობის მხრიდან პირველი შეფასებები მოჰყვა

დღეს საღამოს თურქეთის ქალაქ, შანლიურფაში მომხდარი აფეთქების შესახებ მთავრობის მხრიდან პირველი შეფასებები მოჰყვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ შანლიურფაში მომხდარ ტერაქტზე განცხადება გააკეთა. " ეს ქვეყანა თავისუფალი და დამოუკიდებელია. ეს ქვეყანა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა გახდება." განაცხადა მინისტრმა და დაამატა, რომ ეს თავდასხმა არა მხოლოდ იუსტიციის თანამშრომლების წინააღმდეგ არამედ სამართლის, კანონების და მთელი ერის წინააღმდეგ განხორციელდა. ფაქტს ასევე იუსტიციის მინისტრიც გამოეხმაურა. ბექირ ბოზდაღის განცხადებით ვერც ერთი ტერ-ორგანიზაცია თურქეთის ტერორის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში ვერ შეასუსტებს. მეორეს მხრივ ამ ფაქტის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შანლიურფას გუბერნატორისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.



მსგავსი ინფორმაციები