თურქეთში მიგრანტების ოფიციალური რაოდენობა დადგინდა

ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ 866 ათას 831 მიგრანტი აფარებს თავს

673210
თურქეთში მიგრანტების ოფიციალური რაოდენობა დადგინდა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ ამჟამად თურქეთში 3 მილიონ 551 ათას 78 მიგრანტი აფარებს ქვეყანას. მან ამის შესახებ განცხადება მიგრაციის პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით სირიაში და ერაყში განვითარებული მოვლენების შემდეგ  მიგრაციის სამმართველომ დაწესებულება ჩამოაყალიბა, რომელიც მსოფლიოსთვის სამაგალითოა. „ჩვენ ეს პრობლემები დასავლელი მოკავშირეების მსგავსად, სირიელი აილანის მკვდარი სხეულის სანაპიროზე გამორიყვის  შემდეგ კი არ შეგვიმჩნევია. ამჟამად ევროკავშირის ქვეყნებში მხოლოდ 866 ათას 831 მიგრანტი აფარებს თავს, როცა  მარტო  თურქეთი   ამჟამად 3 მილიონ 551 ათას 78 მიგრანტს იფარებს,“ აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას სოილუმ. მან ბოლოს ისიც დაამატა, რომ მიგრანტებისადმი ღია კარის პოლიტიკას გააგრძელებენ.   



მსგავსი ინფორმაციები