სამინისტრო ენოსისი განცხადება

თურქეთმა მწვავე რეაქცია გამოთქვა სამხრეთ კვიპროსის პარლამენტის მიერ მიღებულ, სკოლებში „ენოსისის  დღესასწაულის“ გადაწყვეტილებას

672644
სამინისტრო ენოსისი განცხადება

თურქეთმა მწვავე რეაქცია გამოთქვა სამხრეთ კვიპროსის პარლამენტის მიერ მიღებულ, სკოლებში „ენოსისის  დღესასწაულის“ გადაწყვეტილებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა:-„სამხრეთ კვიპროსის ლიდერის ეს გადაწყვეტილება არის ისტორიულ მოვლენაზე მარტივი მინიშნება და გააჩნია 20 ივლისის კვიპროსის სამშვიდობო მოძრაობას და 15 ნოემბრის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის შექმნის წლისთავის ექვივალენტური პერსპექტივა, რაც ყოვლად გაუგებარი და მიუღებელია.

სანამ არ მოხდება სამხრეთ კვიპროსში არსებულ მენტალიტეტში, რომელიც კვიპროსელ თურქებს არ მიიჩნევს კუნძულის თანა მფლობელად ძირითადი ცვლილება,  ვერ მოხდება კვიპროსის გადაწყვეტის მცდელობაში რაიმე ცვლილება.

 განცხადებაში, ისიც აღინიშნა, რომ ულტრა მემარჯვენე/რასისტული ეროვნული სახალხო ფრონტის მხრიდან წარდგენილი წინადადების და სამხრეთ კვიპროსის ბერძნული პარლამენტის, 10 თებერვალს მიღებული, კვიპროსის საბერძნეთთან დაკავშირების ამსახველი, 1950 ენოსისის რეფერანდუმის ბერძნულ სკოლებში ზეიმის გადაწყვეტილების შესახებ, ჩკთრ მილლი მეჯლისის მხრიდან, ორშაბათს მიღებული საერთო დეკლარაცია, ასახავს კვიპროსელი თურქების გამართლებულ მოლოდინს და შეშფოთებას.

განცხადებაში, აღინიშნა, რომ ჩკთრ პრეზიდენტის მუსტაფა აქინჯის, სამხრეთ კვიპროსის ლიდერის ნიკოს ანასტასიადისისადმი გამოთქმულ მოწოდებას, გააუქმონ ხსენებული გადაწყვეტილება, თურქეთიც უერთდება.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #სამხრეთი , #კვიპროსი

მსგავსი ინფორმაციები