ერდოღანი საუდის არაბეთშია

იგი ამ ქვეყნის მეფე სელმანმა მიიღო

672323
ერდოღანი საუდის არაბეთშია

სპარსეთის ყურეში მდებარე არაბულ ქვეყნებში ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რ.თ.ერდოღანმა გუშინ დაასრულა რა შეხვედრები ბაჰრეინში, აქედან საუდის არაბეთის დედაქალაქ რიადში გადავიდა, სადაც მას აეროპორტში ოფიციალური დახვედრა მოუწყო ამ ქვეყნის მეფემ სელმან ბინ აბდულაზიზმა.

პირველი ოფიციალური მიღება გუშინ საღამოს თურქ სტუმარს მემკვიდრე პრინცმა მუჰამმედ ბინ ნაიფმა მოუწყო. დღეს, შუადღისას ერდოღანი ჯერ მეფის მოადგილემ და მემკვიდრე უფლისწულმა მუჰამმედ ბინ სელმანმა მიიღო,  შემდეგ თვით მეფე სელმან აბდულაზიზმა და ეს შეხვედრა სადილის ფორმატში გაიმართა, რის დასრულების შემდეგ კი დელეგაციათა შეხვედრაც შესდგა.

ამ შეხვედრების დროს განიხილეს როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავება-გაფართოების, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო მოვლენებიც.

ორ ქვეყანას შორის მიზნად ისახება ურთიერთთანამშრომლობის გაზრდა სამხედრო, ეკონომიკურ და ენერგეტიკის სფეროებში.

საუდის არაბეთში ვიზიტის დასრულების შემდეგ ერდოღანი აქედან კატარში გადავა და იქ გააგრძელებს შეხვედრებს



მსგავსი ინფორმაციები