57 სახელმწიფოში ჩატარდება კენჭისყრა

საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე, უცხოეთის 57 სახელმწიფოში ჩატარდება კენჭისყრა

667895
57 სახელმწიფოში ჩატარდება კენჭისყრა

საკონსტიტუციო ცვლილების რეფერენდუმზე, უცხოეთის 57 სახელმწიფოში ჩატარდება კენჭისყრა.

უმაღლესმა საარჩევნო საბჭომ (YSK), 57 სახელმწიფოში დაიწყო კენჭისყრის ცენტრების შექმნისთვის მუშაობა.  ამომრჩევლებს შეეძლებათ სასაზღვრო კარამდე მიუსვლელად გამოიყენონ თავიანთი ხმა იმ სახელმწიფოში, სადაც იმყოფებიან.

 რეფერენდუმის აჟიოტაჟია გერმანიაში, სადაც სამი მილიონ 500 ათასი თურქი ცხოვრობს.

იმ შემთხვევაში, თუ რეფერენდუმი ჩატარდება 16 აპრილს, გერმანიაში კენჭისყრის პროცესი დაიწყება 27 მარტს. ამ მიზნით ქალაქ კოლნში შეიქმნა საარჩევნო ცენტრი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, აშშ-სა და ავსტრალიაში  წარმართულ სამუშაოებს.

 სტამბოლში შექმნილი მეორე ცენტრი კი, ძირითად ყურადღებას გაამახვილებს ახლო აღმოსავლეთის, აზიის და აფრიკის ქვეყნებში ჩატარებულ სამუშაოებზე.

 საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს, ორი კვირის განმავლობაში, შეეძლებათ სასურველ საკონსულოში ანდა საარჩევნო ცენტრებში ხმის მიცემა.


საკვანძო სიტყვები: #რეფერენდუმი , #ჩატარება

მსგავსი ინფორმაციები