გუშინ ანკარაში წლის პირველი ეუს გაიმართა

მისი დასრულების შემდეგ ოფიციალური დეკლარაცია იქნა გავრცელებული

663000
გუშინ ანკარაში წლის პირველი ეუს გაიმართა

გუშინ, ანკარაში პრეზიდენტ ერდოღანის თავჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს წლევანდელი პირველი შეკრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ ოფიციალური დეკლარაცია იქნა გავრცელებული.

შეკრებაზე დიდი ყურადღება დაუთმეს გასულ წელს როგორც PKK-სა დაა DEAŞ-ის, ასევე ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს წინააღმდეგ ბრძოლას და  აღინიშნეს რომ, ანკარა ყველანაირი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სრული კატეგორიულობით გააგრძელებს, თანაც მხოლოდ კანონმდებლობის ჩარჩოებში.

“გასულ წელს სტამბოლში, კაისერიში, იზმირში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები, რუსეთის ელჩის კარლოვის მკვლელობა, ახალ წელს რეინას ღამის კლუბზე მომხდარი თავდასხმები მთელი სიგრძე-სიგანით იქნა განხილული რა, მკაცრდა იქნა დაგმობილი ეს მუხანათური თავდასხმები. ეუს-ზე აღნიშნეს, რომ ამ ასიმეტრიული თავდასხმების წინააღმდეგ ქვეყნის შიგნითაც და მის ფარგლებს გარეთაც საჭირო ქმედით და ეფექტურ ზომებს მიიღებენ“

დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ანტიტერორისტული ბრძოლის ლეგიტიმურობა კარგად უნდა აუხსნან მსოფლიო საზოგადოებრიობას  

ეუს-ზე მკაცრად დაგმეს მოკავშირე აშშ-ი, ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას სირიული ფრთის, ანკარის მხრიდან ტერორისტულად აღიარებული, PYD-სადმი სამხედრო იარაღითა და აღჭურვილობით დახმარება, რაც კიდევ უფრო ათამამებს ტერორისტებს და საბოლოო ჯამში რეგიონში ტერორიზმი ფართოვდება და ძლიერდება.

დეკლარაციის მიხედვით ფართოდ იქნა განხილული ასევე ერაყსა და სირიაში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნეს, რომ ამ ქვეყნების არასტაბილურობა დიდ საფრთხეს უქმნის როგორც თურქეთის, ასევე საერთოდ რეგიონის მშვიდობას, ამიტომაც მხარი დაუჭირეს ასტანაში სირიის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიღებული მორატორიუმის გაგრძელებას, ხოლო მის ფარგლებში კი ანკარა გააგრძელებს სირიელებისადმი ჰუმანიტარული დახმარებების გაწევას

ეუს-ზე ცალკე განიხილეს ჟენევაში მიმდინარე კვიპროსის მოლაპარაკებები და ხაზი გაუსვეს, რომ მოლაპარაკებებში აუცილებლად უნდა დაცულ იქნას კუნძულზე მცხოვრები თურქების ეროვნული ინტერესები და უფლებები  



მსგავსი ინფორმაციები