აშშ-ს გიულენის ექსტრადიციისთვის ახალი დოკუმენტები გადაეცა

თურქეთმა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მომწყობი FETÖ-ს ლიდერის ფეტულა გიულენის ექსტრადიციისათვის აშშ-ს დამატებითი და ახალი მტკიცებულებები გაუგზავნა

661745
აშშ-ს გიულენის ექსტრადიციისთვის ახალი დოკუმენტები გადაეცა

თურქეთმა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მომწყობი ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია (FETÖ)-ს ლიდერის ფეტულა გიულენის ექსტრადიციისათვის აშშ-ს დამატებითი და ახალი მტკიცებულებები გაუგზავნა.

იზმირის რესპუბლიკური გენერალური პროკურატურის მიერ მომზადებული FETÖ-ს საბრალდებო დასკვნაში საიდუმლო მოწმეების ჩვენებიც შევიდა, რომელშიც ნათქვამია, რომ გადატრიალება პირადად გიულენის მითითებით იქნა მომზადებული და დამტკიცებული. ეს დამატებითი მტკიცებულები ამერიკის იუსტიციის სამინისტროს როგორც წერილობით ასევე ინტერნეტის მეშვეობით გაუგზავნეს.

ბრალდებაში კოდური სახელის „ყორანის“ მქონე საიდუმლო მოწმის ჩვენებაში ნათქვამია, რომ გადატრიალების მცდელობის ერთ-ერთმა დამგეგმავმა თურქეთის შეიარაღებული ძალების გაქცეულმა „სამოქალაქო იმამმა“ ადილ ოქსუზმა ღიად განაცხადა, რომ გადატრიალების გეგმას გიულენს ჩაუტანდა და თანხმობას მიიღებდა, გეგმა ოქსუზმა 2016 წლის 12 ივლის სამშაბათს აშშ-ში გიულენ ჩაუტანა და მისი თანხმობის შემდეგ ამოქმედდა.

კოდური სახელის „ქუდის„ მქონე საიდუმლო მოწმე აცხადებს, რომ გადატრიალების გეგმა დედაქალაქ ანკარაში ერთ-ერთ ვილაში იქნა შედგენილი, გიულენის მითითებით მომზადდა და ადილ ოქსუზმა აშშ-ში წაიღო და პირადად დაამოწმებინა.

კოდური სახელწოდების „ქუდი“-ს მქონე საიდუმლო მოწმე ამბობს: „თქვეს რომ იზმირში გადატრიალების შესაძლო მოწინააღმდეგე და ამის გამო ასაყვანი გენერლების სიას და ამ პიროვნებების აყვანისათვის გასაგზავნი პერსონალის სიას შეგვატყობინებდნენ. 2016 წლის 13 ივლისს 16 საათზე მოსულ მესიჯში ეს სია მოვიდა. ორი დღით ადრე შევიტყეთ რომ გადატრიალება 15 ივლისს იქნებოდა.“

აღინიშნა, რომ აშშ-მა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის დამგეგმავებიდან ადილ ოქსუზის ამ ქვეყანაში შესვლისა და გასვლის თარიღებიც მოითხოვა.

ახალი საქმით აშშ-ის სათანადო ორგანოებს გაუგზავნეს დეტალური ინფორმაციები მათ შორის აშშ-ში წასვლისა და ჩამოსვლის, თვითმფრინავის რეისისა და სავარძლის ნომბრები.

ამგვარად, აშშ-ში გასულ კვირაში დამატებითი მტკიცებულები გაიგზავნა, რითაც ახლი პრეზიდენტის ტრამპის პერიოდშიც დაიწყო ექსტრადიციისთვის სამუშაოები.    



მსგავსი ინფორმაციები