თურქეთ ამერიკის ურთიერთობა ახალ სტადიაში გადადის

მევლუთ ჩავუშოღლუმ ვაშინგტონ პოსტ გაზეთში თურქეთის და თურქი ხალხის ამერიკისგან მოლოდინების ამსახველი სტატია დაწერა

649973
თურქეთ ამერიკის ურთიერთობა ახალ სტადიაში გადადის

ამერიკაში 20 იანვარს ბარაკ ობამა პრეზიდენტის მოვალეობას დონალდ ტრამპს გადააბარებს. ტრამპმა კი თურქეთთან ახალი ურთიერთობების დასამყარებლად თბილი მესიჯები გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგი შეეცდება თურქეთთან თბილი ურთიერთობები დაამყაროს.  

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ კი ვაშინგტონ პოსტ გაზეთში თურქეთის და თურქი ხალხის ამერიკისგან მოლოდინების ამსახველი სტატია დაწერა. ამ სტატიაში ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ აშშ-ს მთავრობის მიერ ბოლო ხანებში გადადგმულმა ნაბიჯებმა თურქეთს იმედები გაუცრუა. მისივე თქმით ახლა  მათი მთავარი მიზანია ამ ახალ ეპოქაში ქვეყნებს შორის სოლიდარობის და ნდობის აღდგენა. მევლუთ ჩავუშოღლუმ სტატიაში ასევე ტერორიზმზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ DEAŞ-ის  წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ ბრძოლას თურქეთი ეწევა. მინისტრის თქმითვე აშშ სირიაში არსებული კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ, ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა PYD-სთან თანამშრომლობს.

ჩავუშოღლუმ ბოლოს იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მომწყობი ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) წევრების მოკავშირე ქვეყნის მხრიდან მფარველობა მათთვის მიუღებელია.



მსგავსი ინფორმაციები