თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება

თურქეთი და ერაყი რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

646527
თურქეთ-ერაყის ერთობლივი განცხადება

თურქეთი და ერაყი რეგიონებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ოფიციალური ვიზიტით ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მყოფმა პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა თურქეთ-ერაყის მესამე უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე მხარე თავიანთ ტერიტორიებზე რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის არსებობას და ორი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მუქარის შემცველ რაიმე საქმიანობას  არ დაუშვებენ.

აქვე ასევე ნათქვამია, რომ ორივე მხარე DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ითანამშრომლებს.

ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „ორივე მხარე, ერთობლივი სტრატეგიის ხედვის საძირკველზე, ინტერესებისა და გამოწვევების განსაზღვრით, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ერთად მუშაობაზე, ამასთანავე რელიგიური და ეთნიკური დაყოფის ჩათვლით რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის საფრთხის შემცველი ყველა ფაქტორის აღკვეთაზე შეთანხმდა.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერაყი

მსგავსი ინფორმაციები