იზმირის თავდასხმა უცხოელებმაც დაგმეს

გუშინ იზმირში სასამართლოს წინ განხორციელებული ტერაქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმაც დაგმეს

645719
იზმირის თავდასხმა უცხოელებმაც დაგმეს

გუშინ იზმირში სასამართლოს წინ განხორციელებული ტერაქტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმაც დაგმეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვალტერ შტაინმაიერმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში მომხდარი მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ გერმანია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის გვერდითაა.

მან ასევე განაცხადა, რომ სტამბოლში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ იზმირიდან მიღებულმა მსგავსმა ინფორმაციამ მათში დიდი მწუხარება გამოიწვია. იზმირის ტერაქტი აშშ-ს, ინგლისის და ავსტრალიის ანკარის საელჩოებმაც სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით გაკეთებულ განცხადებებში მკაცრად დაგმეს.

 აშშ-ს საელჩომ ასეთი განცხადება გააკეთა: „ტერორიზმის წინააღმდეგ თურქი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვუსამძიმრებთ მათ.“

ინგლისის ელჩმა კი: „იზმირში მომხდარ ტერაქტს მკაცრად ვგმობ და იმ თურქი პოლიციელის მიმართ, რომელმაც უფრო მეტი მსხვერპლის აღსაკვეთად საკუთარი თავი გასწირა, ქედს ვიხრი.“

ავსტრალიის ელჩმა ჯეიმს ლარსენმაც დაგმო გუშინ იზმირში მომხდარი ტერაქტი და განაცხადა, რომ   ამ რთულ პერდიოდში ავსტრალია თურქეთის გვერდითაა.



მსგავსი ინფორმაციები