ჩავუშოღლუმ ინჯირლიქის სამხედრო ბაზის შესახებ განცხადება გააკეთა

ჩავუშოღლუმ და გურტიერესმა კვიპროსის საკითხის მოლაპარაკებებიც განიხილეს

645476
ჩავუშოღლუმ ინჯირლიქის სამხედრო ბაზის შესახებ განცხადება გააკეთა

 თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ინჯირლიქის სამხედრო ბაზის დახურვის საკითხი ჯერ-ჯერობით არ განიხილება, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთს მხარს არ უჭერენ, მათ ბაზაზე დარჩენას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩავუშოღლუმ ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან გამართული შეხვედრის შემდეგ დღის წესრიგი შეაფასა.

მან განაცხადა: „ჩვენ DEAŞ-ის წინააღმდეგ მნიშვნელოვან ოპერაციებს ვახორციელებთ, მაგრამ ბოლო დროს კოალიციური ძალების საჰაერო მხარდაჭერას ვერ ვხედავთ. ვინაიდან დეაშის წინააღმდეგ კოალიცია ჩამოყალიბდა და თურქეთი ამ საკითხში კოალიციას ინჯირლიქის ბაზის გამოყენების უფლებას  აძლევს, მაშ რატომაა, რომ ჩვენ მხარს არ გვიჭერენ? მათი მიზანი რაა და რა სურთ? ამჟამად ქალაქ რაკკიდან ელ-ბაბის მიმართულებით მიიწევენ ტერორისტები, რომლების შესახებაც კოალიციის ძალებს კოორდინატებს ვაწვდით, მაგრამ ისინი მაინც არ ბომბავენ, ნეტავი რატომ?“ 

ჩავუშოღლუს ინჯირლიქის დახურვის შესახებაც დაუსვეს კითხვა, რაზეც ასეთი განცხადება გააკეთა: „ინჯირლიქის სამხედრო  ბაზის დახურვა დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ის ქვეყნები, რომლებიც დეაშის წინააღმდეგ ოპერაციებში ჩართვის მიზნით არიან ჩამოსული, მაგრამ ამ საკითხში ჩვენ მხარს არ გვიჭერენ, მათი იქ ყოფნა არ ყოფნის საკითხი შეიძლება  ჩვენმა მოსახლეობამ  დღის წესრიგში დააყენოს, რაც მათი უფლებაა.“

მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ ასევე გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერესთან გამართული შეხვედრის დეტალებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ მიმდინარე თვეში ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დასაწყები სირიის პოლიტიკური კრიზისის მოგვარებისადმი მიმართულ შეხვედრასთან  ერთად, სირიაში ჰუმანიტარული ტრაგედიის შესახებაც ისაუბრეს.  ჩავუშოღლუმ და გურტიერესმა კვიპროსის საკითხის მოლაპარაკებებიც განიხილეს.



მსგავსი ინფორმაციები