იზმირის სასამართლოს შენობის წინ ავტომანქანის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა
ბაირაქლის მერის ჰასან ქარაბაღის განცხადებით, დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ქალაქ იზმირის სასამართლოს შენობის წინ ავტომანქანის აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა.
ბაირაქლის მერის ჰასან ქარაბაღის განცხადებით, დაჭრილებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
პოლიციასთან შეტაკების დროს ორი ტერორისტი ლიკვიდირებული იქნა, ერთი ტერორისტის დასაკავებლად კი ოპერაცია გრძელდება.
აფეთქება ბაირაქლის რაიონის სასამართლოს იმ კართან ახლო მოხდა, რომლითაც მოსამართლეები და პროკურორები სარგებლობენ.
აფეთქების შემდეგ სროლები მოხდა.
მომხდარის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფები, სახანძრო რაზმები გაიგზავნა და რეგიონში ფართო მასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.
მსგავსი ინფორმაციები

რეჯეფ თაიფ ერდოღან-ანვარ იბრაჰიმის ერთობლივი პრესკონფერენცია
რეჯეფ თაიფ ერდოღან-ანვარ იბრაჰიმის ერთობლივი პრესკონფერენცია

ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“
ერდოღანი: „არავის ძალუძს და ვერც შეძლებს პალესტინელი ხალხისთვის მეორე ნაკბას“