ალეპო, ევაკუაცია დაჭრილები

ევაკუირებული მოსახლეობის მეორე ესკორტი მიუახლოვდა, ოპოზიციის კონტროლში მდებარე დასავლეთ ალეპოს პერიფერიებს

631559
ალეპო, ევაკუაცია დაჭრილები
halep yaralılar.jpg

სირიის რეჟიმის და ირანის ხელმძღვანელობით შიიტი მილიციელების ალყაში მოქცეული აღმოსავლეთ ალეპოდან, ევაკუირებული მოსახლეობის მეორე ესკორტი მიუახლოვდა ოპოზიციის კონტროლში მდებარე დასავლეთ ალეპოს პერიფერიებს. 16 ავტობუსი, სირიის წითელი ნახევარმთვარის 5 ავტომანქანა და 11 მარშრუტკა უკვე გავიდა ხსენებული, რჟიმის კონტროლში არსებული რამუსეს რეგიონიდან და რაშიდის მიმართულებით, ჩავიდნენ დასავლეთ ალეპოში.

ევაკუირებულებს შორის არის 577 მამაკაცი, 320 ქალი და 301 ბავშვი, სულ ათას 198 ადამიანი. ინფორმაციით კოლონაში 12 დაჭრილია.

ევაკუირებულ პირველ ესკორტთან ერთად სულ 2.284 ალეპოელი უსაფრთხოდ იქნა ჩაყვანილი დანიშნულ ადგილზე.

საკითხთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლის განცხადებით, მესამე ესკორტისთვის ავტობუსები ისევ დაბრუნდნენ ალეპოში.

 მან, Twitter-ის საშუალებით განცხადებაში  აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო ალეპოელების ავტობუსებში ჩასმა და თურქეთი განაგრძობს ძალისხმევასთან ერთად, მოვლენებზე დაკვირვებას.

შეგახსენებთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა და ევაკუაცია დაიწყო თურქეთ-რუსეთს შორის ინტენსიური შეხვედრების შედეგად.

ამავე დროს, ალეპოს დასავლეთით, იდლიპის უსაფრთხო რეგიონში შეყვანილი დაჭრილებიდან, მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაჭრილების გადაყვანა მოხდა თურქეთში.



მსგავსი ინფორმაციები