ანკარა ანტიტერორისტულ ბრძოლას ამკაცრებს

“ქურთი ტერორისტების მხარდამჭერებს თურქეთის მოქალაქეობა შეუწყდებათ“

630794
ანკარა ანტიტერორისტულ ბრძოლას ამკაცრებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა ერთ ერთ სატელევიზიო არხს და თქვა, რომ  PKK-ს წინააღმდეგ ანტიტერორისტულ ბრძოლაში საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებსაც მიიღებენ, ხოლო ამის პარალელურად ტერორისტების მხარდამჭერების მოქალაქეობას გააუქმებენ კიდეც.

“უცხო ქვეყნებში მრავლად ცხოვრობენ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც აქტიურ დახმარებას და მხარდაჭერას უჩენენ პკკ-ლებს და ასეთი მოქალაქეების წინააღმდეგაც მკაცრ ზომებს მივიღებთ რა, მათ შორის იქნება მათთვის თურქეთის მოქალაქეობის გაუქმება. გარდა ამისა, ჩვენ იმ უცხოურ ქვეყნებს, რომლებიც არ ასრულებენ ანკარის მოთხოვნას და ექსტრადაციას არ უკეთებენ ტერორისტებს, ტერორიზმისადმი მხარდამჭერი ქვეყნის სიაში შევიყვანთ და ისე მოვეპყრობით მას“, აღნიშნა თურქმა დიპლომატმა და დაამატა, რომ თუ პკკ-ა ერაყის ქალაქ მოსულის მახლობელ თურქმენულ ქალაქ ტელაფერს დაარტყამს, მაშინ, თურქეთი საკადრის პასუხს გასცემთ მათ და როგორც კანდილის მთებში თავშეფარებულ ტერორისტებს ბომბავენ, ასეთივე ზომებს მიიღებენ ტელაფერზე თავდამსხმელი პკკ-ლების წინააღმდეგაც.

ჩავუშოღლუ შეეხო სირიის ჩრდილოეთში დეაშის წინააღმდეგ 24 აგვისტოდან დაწყებულ ევფრატის ფარის სახელწოდების ოპერაციასაც და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქალაქ ელ ბაბის რადიკალისტებისგან განთავისუფლების შემდეგ მდინარე ევფრატის მარჯვენა მხარეზე მდებარე ქალაქ მუნბიჯს კი სირიული ქურთული ტერ ორგანიზაცია PYD-ს მილიტანებისგან გაათავისუფლებენ, თუ რა თქმა უნდა ისინი არ დასტოვებენ ამ ქალაქს. თურქი დიპლომატი ალეპოს და საერთოდ სირიის კრიზისის მოგვარებასაც შეეხო და თქვა, რომ ამ მიზნით 27 დეკემბერს მოსკოვში რუსეთ-თურქეთ-ირანის სამთა მინის სამიტი გაიმართება  



მსგავსი ინფორმაციები