თურქეთმა მკაცრად დაგმო საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ქმედებები

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის პანოს კამენოსის თურქეთის თაობაზე წარმოთქმულ სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ ეს პროვოკაციაა

627390
თურქეთმა მკაცრად დაგმო საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ქმედებები

თურქეთმა მკაცრად დაგმო საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის ქმედებები.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრის პანოს კამენოსის თურქეთის თაობაზე წარმოთქმულ სიტყვებზე მწვავე რეაქცია გამოხატა და განაცხადა, რომ ეს პროვოკაციაა.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „ზრდილობას, პასუხისმგებლობასა და აღქმის უნარს მოკლებული ახალი განცხადებების გამო საბერძნეთის თავდაცვის მინიტრის ქმედებს მკაცრად ვგმობთ და ჩვენი ქვეყნის მისამართით გამოთმულ სიტყვებს მასვე ვუბრუნებთ. ახლა, როდესაც საბერძნეთთან მრავალ მნიშვნელოვან ორმხრივ და რეგიონალურ საკითხზე  კონსტრუქციული თანამშრომლობის განხორციელებას ვცდილობთ, აღნიშნული პირის მიერ ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოთმული უპასუხისმგებლო განცხადებები პროვოკაციაა და ემსახურება აღნიშნული მცდელობებისათვის ზიანის მიყენებას. ჩვენ საბერძნეთისაგან ამგვარი უპასუხისმგებლო განცხადებების მაგიერ, თანამშრომლობის და ერთობლივი გაგების გასალიერებლად კონკრეტული ნაბიჯების გადაგმას ველით.“

ბერძენმა მინისტრმა პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის ლოზანის ხელშეკრულებაზე გაკეთებული განცხადებები დაამახინჯა და თქვა „თუ სურვილია, შეგვიძლია სევრის შეთანხმებას დავუბრუნდეთ.“

ეს ფაქტი ბერძენი მინისტრის პირველი სკანდალი არ არის.

კვიპროსის საკითხზე და პრეზიდენტ ერდოღანის შესახებ სხვადასხვა დროს კამენოსმა ზღვარს გადასული განცხადებები გააკეთა და საგარეო საქმეთა სამინიტრომ იგი რამდენიმეჯერ გააფრთხილა.

ამ გაფრთხილებებში ნათქვამია: „კამენოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოიქცეს სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისა და სერიოზულობის შესაბამისად, ამის შემდეგ თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებების გაკეთებისა და ქმედებისგან.“



მსგავსი ინფორმაციები