თურქი პრემიერი რუსეთს გაემგზავრა

განიხილავენ ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებს

624300
თურქი პრემიერი რუსეთს გაემგზავრა

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი წუხელ ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა რუსეთში.

გამგზავრების წინ მან ანკარის ესენბოღას სახელობის აეროპორტში გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.

“ძალიან სწრაფად მივიწევთ წინ, გავზრდით ურთიერთთანამშრომლობას და მოსკოვურ შეხვედრებზე წინა პლანზე ამ ურთიერთობების გაღმავება-გაფართოების საკითხები წამოიწევა, რადგან, ორივე მხარეს აქვს ამის კეთილი ნება “, განაცხადა ილდირიმმა და დაამატა, რომ შეხვედრების დროს თურქული პროდუქციის რუსეთში შეტანის აკრძალვის გაუქმების თემასაც შეეხებიან.

მისივე თქმით ყველაზე მოცულობითი სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან ენერგეტიკულ სფეროში აქვთ და ამ დღეებში თურქეთის ეროვნულმა პარლამენტმა ე.წ. “თურქული ნაკადის“ პროექტიც დაამტკიცა, რომელიც რუსული ბუნებრივი აირის თურქეთზე გავლით ევროპისათვის მიწოდებას ითვალისწინებს და ახლა ეს პროექტი რუსეთის დუმამაც უნდა დაამტკიცოს.

“ჩვენ რუსეთისგან ფასის დაწევას ველოდებით ბუნებრივი გაზის შეთანხმებაში, ხოლო ამის პარალელურად რუსეთმა მოკლე ვადაში უნდა დაიწყოს ადანის მახლობლად მდებარე აქქუის დასახლებაში დაპროექტებული ბირთვული სადგურის მშენებლობა“, აღნიშნა პრემიერმა ილდირიმმა   



მსგავსი ინფორმაციები