თურქმა გენერალმა სომეხი დეპუტატი გააწბილა

“ისტორიაში ადგილი არ ჰქონია არავითარ სომეხთა გენოციდს“

614722
თურქმა გენერალმა სომეხი დეპუტატი გააწბილა

თურქეთის შეიარაღებული ძალების უფროსი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი სიტყვით გამოვიდა სტამბოლში მიმდინარე ნატოს 62-ე საპარლამენტთაშორისო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, რის შემდეგაც კითხვებსაც გასცა პასუხები.

ამ დროს კითხვა დაუსვა სომეხმა პარლამენტარმა ქორიუმ ნაჰაპეტიანმაც და ჰკითხა, თუ რას ფიქრობს ანკარა მსოფლიოს 26 ქვეყნის მხრიდან აღიარებული სომხური გენოციდის შესახებ, რომლის მიმართაც არ არის გახსნილი რაიმე გამოძიება ამ საქმეზე.

ამ კითხვაზე თურქმა გენერალმა ასეთი პასუხი გასცა: “როცა მე-16 საუკუნეში გალილეო გალილეი ამბობდა, რომ დედამიწა ბრუნავდა, მისი არავის არ სჯეროდა, მაგრამ, ამან არ შეცვალა იმის სინამდვილე, რომ დედამიწა მართლაც ბრუნავდა, აქედან გამომდინარე მთელმა მსოფლიომაც რომ აღიაროს სომხური გენოციდი, მაინც ვერ შეცვლის იმ სინამდვილეს და ფაქტს, რომ ისტორიაში არავითარ  სომხურ გენოციდს ადგილი არ ჰქონია“.

აქარმა შემდეგ სომეხი პარლამენტარის სირიასა და ერაყში თურქული ჯარების არსებობის შესახებ დასმულ კითხვასაც მკაცრი პასუხი გასცა და ამ პასუხმაც დარბაზში მყოფთა აპლოდისმენტები გამოიწვია. მესამე კითხვა სომეხმა პარლამენტარმა  თურქი ჯარების ალეპოზე ვითომც ჩარევაზეც დაუსვა და გენერალმა ასეთი პასუხი გასცა: “თუ ვინმე დაამტკიცებს, რომ თურქეთმა თუნდაც 1 ტყვია გაისროლა ალეპოში, მე თანამდებობიდან გადავდგები, თუ არა და ამის მთქმელი არის დიდად უზრდელი და ცილისმწამებელი“.

გენერალმა შემდეგ ანკარის მხრიდან FETÖ-ს, DEAŞ-ის, PKK-ს, PYD-ს და YPG-ს წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ბრძოლის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ხსენებული ტერ ორგანიზაციები საფრთხეს უქმნიან ნატოსაც და მთელს მსოფლიოსაც.

მანვე ბოლოს მადლობა გამოუცხადა ყველა იმ ქვეყანას და პირებს, რომლებმაც 15 ივლისის პუტჩის დროს სოლიდარობა გამოუცხადეს თურქ ხალხს და მთავრობას. “ნატოს თურქეთთან დამოკიდებულებას და ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ეს ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, განაცხადა თურქმა გენერალმა



მსგავსი ინფორმაციები