ქალინმა ბელგია ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა

“ ბელგიამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას ანტიტერორისტულ ბრძოლაში“

612739
ქალინმა ბელგია ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა ერდოღანთან ერთად პაკისტანში გამგზავრებამდე გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ ბელგიამ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას ანტიტერორისტულ ბრძოლაში.

“როგორც განაცხადა ჩვენმა პრეზიდენტმა, ბელგია დღეს საიმედო თავშესაფარს წარმოადგენს არა მხოლოდ ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს წევრებისათვის, არამედ  ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია სახელმწიფო პარალელური სტრუქტურა FETÖ/PDY-ს წევრებისთვისაც, მაგრამ, სამწუხაროდ ამას არ იღებს ბელგიის მთავრობა და ანკარის ბრალდებებს აბსურდულს და უსაფუძვლოს უწოდებს“, აღნიშნა ქალინმა და დაამატა:

“ბელგიის მთავრობამ არსებული სინამდვილის  გულწრფელად აღიარების პარალელურად რომ ტერორიზმთან ბრძოლაში  სტაბილური და პრინციპული პოზიცია დაიკავოს და მისი შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, უფრო მისაღები იქნება, რადგან ამ დროს მისი მხრიდან დაშვებული შეცდომების გამოსწორების შესაძლებლობაც მიეცემა“

 



მსგავსი ინფორმაციები