ერდოღანი სიტყვით გამოვიდა პაკისტანის პარლამენტში

“დასავლეთი DEAŞ-ს უჭერს მხარს“

612852
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა პაკისტანის პარლამენტში

პაკისტანში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ამ ქვეყნის პარლამენტში და თქვა, რომ დასავლური სამყარო ისლამურ სარწმუნოებასთან არავითარი კავშირის არ მქონე ტერ ორგანიზაცია  DEAŞ-ს უჭერს მხარს, რის დასტურიცა ტერორისტების  ხელთ არსებული დასავლური წარმოების თანამედროვე იარაღები, რომლებსაც ისევ და ისევ მუსლიმანების წინააღმდეგ იყენებენ.

მისივე თქმით ისლამს იმდენი და ისეთი ზარალი, როგორც მიაყენა დეაშმა, ჯერ არავის მიუყენებია.

“ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ DEAŞ-ელები სირიაშიც, ერაყშიც, ლიბიაშიც და სხვა ქვეყნებშიც სწორედ რომ დასავლელების მიერ წარმოებულ და მიწოდებულ იარაღებს ხმარობენ. მეორეს მხრივ ისევ დასავლეთის წაქეზებით ერთმანეთს ორი მუსლიმანური სახელმწიფო, პაკისტანი და ავღანეთი ებრძვიან და აქაც დასავლურ იარაღს ხმარობენ. დღემდის ვეც პაკისტანმა და ვერც თურქეთმა თავი ვერ დააღწია ტერორისტებს. ამიტომაც თუ მოკლე დროში მათ არ გავანადგურებთ, ვერასოდეს ვერ მივაღწევთ სტაბილურობას და მშვიდობას“, აღნიშნა ერდოღანმა  

 



მსგავსი ინფორმაციები