დღეს, ათათურქის გარდაცვალების 78-ე წლისთავია

დღეს, სახელმწიფო მასშტაბით აღინიშნება თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლის დიდი ბელადის მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 78-ე წლისთავი

607615
დღეს, ათათურქის გარდაცვალების 78-ე წლისთავია

დღეს, სახელმწიფო მასშტაბით აღინიშნება თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლის დიდი ბელადის მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 78-ე წლისთავი.

ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს, ერთად შეიკრიბებიან სახელმწიფოს უფლებამოსილები და ეწვევიან ათათურქის მავზოლეუმს ანითკაბირს.

 09.05 წუთზე, თურქი ხალხი, წუთიერი დუმილით მიაგებს პატივს საყვარელ ბელადს.

ყოველწლიურად ტრადიციად ქცეული ათათურქის კულტურის, ენის და ისტორიის დეპარტამენტში ჩატარებული ათათურქის გარდაცვალების წლისთავი, წელს, პირველად გაიმართება პრეზიდენტის კომპლექსში.

დედაქალაქში, 10 ნოემბერს, ათათურქის ხსოვნის საპატივსაცემო რბენა ჩატადება თურქეთის ათლეტიზმის ფედერაციის მხრიდან, რომელსაც შეუერთდებიან ბავშვები, ცნობილი სპორტსმენები და ახალგაზრდები.

ათათურქისადმი პატივისცემის მსურველებს შეეძლებათ ანითკაბირის მონახულება შუადღის შემდეგ.  გენ-შტაბის ინიციატივით ღონისძიებისთვის კი, წინასწარ გახდა დევიზი ცნობილი-„ათათურქის წინაშე არმია და ერი ხელიხელ ჩაკიდებული“. ათათურქის დაბადების წლისთავის საპატივსაცემოდ ჰაერში იქნება გაშვებული 881 წითელი და თეთრი ნატვრის ბალონი.

თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებელი, დიდი ბელადი მუსტაფა ქემალ ათათურქი პატივით და ნატვრით მოიხსნიება სტამბოლშიც.   

მთავარი მონახულების ადგილია დოლმაბაჰჩეს სასახლე, სადაც სამუდამოდ გამოეთხოვა ბელადი წუთისოფელს.

ათათურქის საპატივსაცემო რბენა ჩატარდება ბეშიკტაშში,  ქადიქოუში კი შეიქმნება „საპატივსაცემო ჯაჭვი“.



მსგავსი ინფორმაციები