აფეთქება დიარბაქირში
დიარბაქირის უშიშროების სამმართველოს ბაღლარის დაბაში მდებარე დამატებითი შენობის ახლოს აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა
603477
დიარბაქირის უშიშროების სამმართველოს ბაღლარის დაბაში მდებარე დამატებითი შენობის ახლოს აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა.
გუბერნატორის სამსახურში გაკეთებული განცხადების თანახმად, ვარაუდობენ, რომ თავდასხმა დანაღმული ავტომობილით მოხდა.
განცხადებაში დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობაზე არაფერია ნათქვამი.
აფეთქების სიმძლავრის შედეგად მიმდებარე შენობები დაზიანდა.
დაშავებულები ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.