იბრაიმ ქალინი მარმარას უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ ქალინის განაცხადებით, 15 ივლისს გადატრიალების მცდელობის უკან რომ ტერ ფეტულას ორგანიზაცია FETÖ დგას, ამასთან დაკავშირებით ეჭვი აღარ არსებობს

599095
იბრაიმ ქალინი მარმარას უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის იბრაჰიმ ქალინის განაცხადებით, 15 ივლისს გადატრიალების მცდელობის უკან რომ ტერ ფეტულას ორგანიზაცია FETÖ დგას, ამასთან დაკავშირებით ეჭვი აღარ არსებობს.

ქალინმა ეს განცხადება სტამბოლში მარმარას უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე რაშიდ ქუჩუქის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გამართულ „15 ივლისის გადატრიალების მცდელობა: სამოქალაქო საზოგადოების სოლიდარობა“ სახელწოდების სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გადატრიალების მცდელობა ყოველგვარი შეიარაღების გარეშე მყოფმა ადამიანებმა აღკვეთეს. „შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის და დემოკრატიის შესანარჩუნებლად სხვა რომელიმე ქვეყანაში მსგავსი ქმედება ჯერ არავის უნახავს. ეს კი თურქული სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზე მიუთითებს. საზოგადოების მხრიდან ასეთი გამბედავი ნაბიჯის გადადგმა კი მათი რწმენიდან გამომდინარეობდა. მათ კი ეს ყველაფერი სამშობლოს და დროშის გულისთვის გააკეთეს“, განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე დასძინა, რომ FETÖ-ს წევრებმა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის განხორციელებამდე მის მხარდამჭერებში ასეთი აღქმა გაავრცელეს თითქოს და თურქეთს დიქტატორი მართავდა და მისი ჩამოგდება მხოლოდ გადატრიალებით იქნებოდა შესაძლებელი და დაამატა: „მსგავსი მოვლენა განხორციელდა ეგვიპტეში ხალხის მიერ არჩეული პირველ პრეზიდენტ მუჰამმედ მურსის მიმართაც. მართლაც და სამწუხარო ამბავი მოხდა, მაგრამ ამ მოვლენას სხვა მხრივ თუ შევხედავთ, ჩვენ მოგვეცა მათი ნამდვილი სახის დანახვა“.   

ქალინმა ასევე 15 ივლისის შემდგომ თურქეთზეც გაამახვილა ყურადღება, რა აღნიშნა, რომ ქვეყანა ეკონომიკის და პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო ძლიერი გახდა. „მსგავსი მოვლენა სხვა რომელიმე ქვეყანაში, რომ მომხდარიყო სახელმწიფო დაწესებულებები და საზოგადოება ერთმანეთს გადაეკიდებოდა. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მსგავსი რამ არ მომხდარა. გადატრიალების მცდელობის შემდეგ ბოსფორის სრუტეზე ახალი ხიდი გაიხსნა, ქვეყანა ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, გასულ კვირეებში მსოფლიო ენერგეტიკის ფორუმს ვუმასპინძლეთ, ანუ თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკა ძალიან კარგად იმართება. ანუ ახლა უფრო ძლიერი თურქეთია ვიდრე ეს 15 ივლისამდე იყო. ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის ხალხს“. ხაზგასმით აღნიშნა ქალინმა.

მისივე თქმით, იმისათვის რომ 15 ივლისის მსგავსი ქმედებები აღარ განმეორდეს, საჭიროა ამ დღეს დაღუპულები ყოველთვის გაიხსენონ და მომხდარის შესახებ მომავალ თაობებს ესაუბრონ.

 



მსგავსი ინფორმაციები