აბასის შეხვედრები ანკარაში გრძელდება

იგი ბინალი ილდირიმმა მიიღო

596659
აბასის შეხვედრები ანკარაში გრძელდება
filistin devlet başkanı abbas ankara'da.jpg

ანკარაში გრძელდება პალესტინის სახელმწიფო მეთაურის მაჰმუდ აბასის ვიზიტი და მის ფარგლებში შეხვედრები თურქ მაღალჩინოსნებთან.

პრემიერმა ილდირიმმა მას ჩანქაიას რეზიდენციაში მოუწყო პირისპირი შეხვედრა და განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები.

საუბრის დროს თურქმა პრემიერმა თქვა, რომ თურქეთი მომავალშიც განაგრძობს ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყოს პალესტინაში მუდმივი მშვიდობის დამყარებას.

მისივე თქმით ანკარამ ჯერ 4 ივლისს და შემდეგ 7 სექტემბერს დიდი ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა პალესტინელებს და ასეთ დახმარებებს მომავალშიც გაუგზავნის.

აბასმა მადლობა გადაუხადა ანკარას დახმარებებისათვის და ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერენ ფეტოს წინააღმდეგ თურქეთის ხელისუფლების ბრძოლას.

გუშინ საღამოს აბასის საპატისაცემო ვახშამი გამართა ერდოღანმა

ერდოღანისა და აბასის შეხვედრამ 1 საათსა და 45 წუთს გასტანა და მან დახურულ კარს მიღმა ჩაიარა

 



მსგავსი ინფორმაციები