ანკარამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროკავშირი

“თუ ვიზალიბერალიზაცია არ იქნება, მიგრაციის კანონს შევაჩერებთ“

592405
ანკარამ კიდევ ერთხელ გააფრთხილა ევროკავშირი

თურქეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და მთავარმა მომლაპარაკებელმა ომერ ჩელიქმა  Reuters-სათვის გავრცელებულ განცხადებაში ბრიუსელი გააფრთხილა რომ, თუ ისინი არ შეასრულებენ მიმდინარე წლის მარტის თვეში თურქეთ-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი რეადმისიის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და თურქი მოქალაქეებისათვის არ გააუქმებენ სავიზო რეჟიმს, ხოლო ამის პარალელურად არ მოეშვებიან თურქეთისათვის ანტიტერორისტული კანონის შეცვლის დაძალებას, მაშინ, ანკარა შეაჩერებს ამ შეთანხმებას და საბერძნეთიდან თურქეთში გადმოგზავნილ არალეგალ მიგრანტებსაც აღარ მიიღებს.

მანვე ევროკავშირის შეახსენა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებისათვის მათ დეკემბრამდე ვადა აქვთ.

იგი შეეხო ასევე ბრიუსელის მხრიდან თურქეთში თავშეფარებული სირიელი ლტოლვილებისათვის გათვალისწინებულ ფინანსურ დახმარებასაც და ხაზი გაუსვა, რომ ამ დახმარებას ანკარა სირიელი ბავშვების განათლებას და ჯანდაცვას მოახმარს    



მსგავსი ინფორმაციები