იბადი ბაშიკას თაობაზე ცრუობს

ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ალ იბადიმ თავად სთხოვა დახმარება თურქეთს

588949
იბადი ბაშიკას თაობაზე ცრუობს

ერაყის პრემიერმინისტრმა ჰაიდარ ალ იბადიმ თავად სთხოვა დახმარება თურქეთს.

იბადიმ, მოსულთან ახლოს მდებარე ბაშიკას ბაზაზე დეაშის წინააღმდეგ ბრძოლის წვრთნების მწარმოებელ თურქ სამხედროებთან დაკავშირებული თხოვნა 2014 წლის 25 დეკემბერს ანკარაში ვიზიტის დროს თავად გადასცა იმ პერიოდის პრემიერმინისტრს დავუთოღლუს.

ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა:

„ტერორგანიზაცია დეაში არა მხოლოდ ერაყისა და თურქეთის უსაფრთხოებას, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება. ამის გამო ამ საკითხში უნდა ვითანამშრომლოთ. თურქეთისგან ამას ველით. პრემიერმაც (აჰმედ დავუთოღლუ) განაცხადა, რომ ამ დახმარებას გაგვიწევენ. როგორც სამხედრო, სადაზვერვო, წვრთნების საკითხში, იარაღის საკითხში... (ჩვენს შორის) ამ საკითხებმა ჩაიარა. ამ თემასთან დაკავშირებით სია იქნა წარდგენილი და თურქეთში ჩვენმა ძმებმა განაცხადეს, რომ მზად არიან მხარდაჭერისათვის. ჩვენი ძალების მობილიზებით და მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით შეგვიძლია ეს ორგანიზაცია გავანადგუროთ.“


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ერაყი , #ბაშიკას ბაზა

მსგავსი ინფორმაციები