ჰაკკარი აფეთქება

ბავშვების ტრიალ მინდორზე თამაშის დროს ნაპოვნი ნივთის აფეთქებას ემსხვერპლა ერთი და დაშავდა სამი ბავშვი

587989
ჰაკკარი აფეთქება

ჰაკკარის იუქსეკოვას რაიონში, ბავშვების ტრიალ მინდორზე თამაშის დროს ნაპოვნი ნივთის ხელში აფეთქებას ემსხვერპლა ერთი და დაშავდა სამი ბავშვი.

რაიონზე, ტერორისტების ტერ-აქტის შედეგად დანგრეული დაწყებითი სკოლის მიმდებარე ადგილზე მოთამაშე ბავშვებმა იპოვეს ნივთი, რომელსაც დაუწყეს სინჯვა. აფეთქების შედეგად დაჭრილი სამი ბავშვი, რომელთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა, გადაიყვანეს იუქსეკოვას საავადმყოფოში.

მძიმედ დაშავებული 11 წლის უმუდ აივალიკი, ყველანაირი სამედიცინო ჩარევის მიხედავად დაიღუპა.

მძიმედ დაჭრილი ჰაკან აივალიკი კი გადაყვანილ იქნა ვანში.

პოლიციამ დაიწყო შემთხვევის ადგილის გამოკვლევა და ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება.



მსგავსი ინფორმაციები