პუტინი სტამბოლში ჩამოვიდა

მას პირისპირ შეხვედრას მოუწყობს ერდოღანი

586448
პუტინი სტამბოლში ჩამოვიდა

სტამბოლში მუშაობა დაიწყო 23-ე მსოფლიო ენერგეტიკულმა კონგრესმა და მასში მონაწილეობის მირების მიზნით დღეს შუადღისას სტამბოლში ჩამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც კონგრესის დარბაზში თავის თურქ კოლეგა ერდოღანთან ერთად შევიდა.

დღეს ამ ორ ლიდერს პირისპირი შეხვედრა ექნებათ და ძირითად ყურადღებას სირიის კრიზისს დაუთმობენ რა, მთელი მსოფლიო დიდი ყურადღებით  და მოუთმენლად ელის ამ შეხვედრის შედეგებს.

როგორც ცნობილია გასული წლის ნოემბერში თურქეთის მხრიდან რუსული გამანადგურებლის ჩამოგდების შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაცივდა და მან მხოლოდ მიმდინარე წლის ივნისში, ერდოღანის მხრიდან დაღუპული რუსი პილოტის გამო სამძიმრის გამოცხადების შემდეგ დაიწყო დათბობა.

მას შემდეგ ერდოღანი აგვისტოს თვეში მოსკოვს ეწვია და აქ შესდგა მისი პირველი პირისპირი შეხვედრა პუტინთან, ხოლო მათი მეორე შეხვედრა პეკინში, დიდ ოციანთა სამიტზე შესდგა და ახლა მესამე შეხვედრა გაიმართება



მსგავსი ინფორმაციები