მსოფლიოს ენერგო გიგანტები სტამბოლში შეიკრიბნენ

23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესი სტამბოლის ლუტფი ქირდარის სახელობის კონგრეს ცენტრში გუშინ დაიწყო

586150
მსოფლიოს ენერგო გიგანტები სტამბოლში შეიკრიბნენ

მსოფლიოს ენერგო გიგანტები სტამბოლში შეიკრიბნენ

23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესი სტამბოლის ლუტფი ქირდარის სახელობის კონგრეს ცენტრში გუშინ დაიწყო.

კონგრესის მთავარი თემაა „ახალი ჰორიზონტები“ და მასში მონაწილეთა მიზანია ენერგო პრობლემებისა და მათი მოგვარების გლობალური გზების გლობალური თვალთახედვით უკეთ გაგება.  

23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესში მრავალი ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად მრეწველობის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების, მედია ორგანოების, უნივერსიტეტებისა და ენერგო მრეწველობის გაერთიანებების 10 ათასზე მეტი წარმომადგენელი ესწრება.

კონგრესი 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მისი გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი და აღნიშნა, რომ მონაწილეებთან ერთად თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავენ.

მსოფლიო ენერგო საბჭოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ სულეიმან მუმინ ბულუთმა კი აღნიშნა, რომ მსოფლიოს ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსების 72% თურქეთის მეზობლე ქვეყნებშია და კრიტიკული ენერგო სტრატეგიების განმსაზღვრელ საკითხებში თურქეთს ცენტრალური ადგილი უკავია.

კონგრესს დაახლოებით 82 ქვეყნის 265 სიტყვით გამომსვლელი ესწრება.



მსგავსი ინფორმაციები