ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

583862
ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მათ ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად სირიაში განვითარებული ბოლო მოვლენებიც განიხილეს.

პრეზიდენტებმა მსოფლიო ენერგო კონგრესთან დაკავშირებით 9 ოქტომბერს სტამბოლში გასამართი შეხვედრის თაობაზეც გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები.

საუბარი ასევე შეეხო აქქუიუს ბირთვულ სადგურსა და თურქული ნაკადის პროექტს და აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორებში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

მათ ასევე ყურადღება გაამახვილეს სირიაში შეტაკებების შეჩერებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების სამუშაოების გააქტიურების მნიშვნელობაზე.



მსგავსი ინფორმაციები