თურქ პარლამენტართა დელეგაცია ავსტრალიაშია

ისინი მელბურნში ავსტრალიელ თურქებს შეხვდნენ

583028
თურქ პარლამენტართა დელეგაცია ავსტრალიაშია

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის დელეგაცია ამ მეჯლისის თავჯდომარის, ისმაილ კაჰრამანის ხელმძღვანელობით აგრძელებს ვიზიტს ავსტრალიაში.

მათ გუშინ, ქალაქ მელბურნში შეხვედრა ჰქონდათ ავსტრალიაში მცხოვრები თურქული სათვისტომოს წარმომადგენლებთან  და კაჰრამანი შეეხო რა 15 ივლისის სამხედრო ამბოხის მცდელობას, თქვა, რომ თურქი ხალხის გმირულმა წინააღმდეგობამ კრახი განაცდევინა ამბოხებულებს. “ჩვენ ყველანი, განურჩევლად პარტიული განსხვავებულობისა, ერთ მუჭად შევიკარით, გავერთიანდით, ერთიან ეროვნულ გრძნობად და სულად გადავიქეცით რა, ასე დავამარცხეთ პუტჩი და ასეთი ერთიანი თანადგომა ჩვენს გენებში ოდითგანვე არსებობს“, განაცხადა კაჰრამანმა



მსგავსი ინფორმაციები