2 შეჰიდი დიარბექირში

დიარბექირის ლიჯეს რაიონზე, სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების თავდასხმაში დაიღუპა 2, დაშავდა სამი ჯარისკაცი

583046
2 შეჰიდი დიარბექირში

დიარბექირის ლიჯეს რაიონზე, სეპარატისტული ტერ-ორგანიზაცია PKK-ს ტერორისტების თავდასხმაში დაიღუპა 2, დაშავდა სამი ჯარისკაცი.

ინციდენტმა თავი იჩინა აბალის ჟანდარმერიის საპატრულეზე, სადაც ჯარისკაცებს, საამშენებლო სამუშაოებში გამოყენებული ავტომობილების დაცვა ევალებოდათ.

   თავდასხმაში დაჭრილი სამხედროები საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილნი.

ტერორისტების განეიტრალებისთვის რეგიონში დაიწყო საჰაერო მხარდაჭერით ოპერაცია.

შანლურფას ვირანშეჰირის რაიონში, PKK-ს ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს ჟანდარმერიის საპატრულოზე. შეტაკებაში დაჭრილი ჯარისკაცი, ყოველგვარი სამედიცინო ჩარევის მიუხედავად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბითლისის შეჰის ტყის მომცველ რეგიონში, ტერორისტებთან შესახვედრად წასული 2 პიროვნებიდან ერთი საჰაერო ოპერაციის შედეგად დაიღუპა, მეორე ტერორისტის ახლობელი კი დაიჭრა.

თუნჯელიში, კი ევფრატის ელექტრო ენერგიის სადისტრიბუციო კომპანიის მანქანაზე თავდასხმის განმხორციელებელ PKK-ელების განეიტრალებისთვის დაიწყო ოპერაცია.

 ოვაჯიკის რაიონში დაკავებულ იქნა პიროვნება, რომელიც ეხმარებოდა და თავშესაფრობას უწევდა ტერორისტებს.



მსგავსი ინფორმაციები