საბერძნეთში გადასვლის მცდელობისას 112 მიგრანტი დააკავეს

იზმირის დაბებიდან ჩეშმედან და დიქილიდან არალეგალურად საბერძნეთში გადასვლის მცდელობისას 112 მიგრანტი დააკავეს

581413
საბერძნეთში გადასვლის მცდელობისას 112 მიგრანტი დააკავეს

იზმირის დაბებიდან ჩეშმედან და დიქილიდან არალეგალურად საბერძნეთში გადასვლის მცდელობისას 112 მიგრანტი დააკავეს.

ჩეშმეს ღია წყლებში კუნძულ ათეშის მახლობლად დევნილთა ჯგუფის რეზინის ნავით საბერძნეთის კუნძულ ხიოსზე გადასვლის მცდელობის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ სანაპირო დაცვის ჯგუფები რეგიონში გავიდნენ.

ჯგუფებმა ზღვაში ნავზე მყოფი ორმოცი სირიელი მიგრანტი სანაპირო დაცვის ნავით ნაპირზე გამოიყვანეს.

დიქილიში კი რეზინის ნავით კუნძულ მიტილენეზე გასვლის მცდელობისას 72 მიგრანტი დააკავეს.

დაკავებულები რეგისტრაციისათვის   საიმიგრაციო განყოფილებაში გადაიყვანეს.


საკვანძო სიტყვები: #იზმირი , #საბერძნეთი , #არალეგალები

მსგავსი ინფორმაციები