ერდოღანმა ინტერვიუ მისცა Rotana-ს ტელეარხს

სირიის ჩრდილოეთში უსაფრთხოების ზონა უნდა შეიქმნას

581437
ერდოღანმა ინტერვიუ მისცა Rotana-ს ტელეარხს

ერდოღანმა ინტერვიუ მისცა კატარში მოქმედ Rotana-ს ტელეარხს და შეფასება მისცა რა სირიაში მიმდინარე ბოლო მოვლენებს და თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიის ჩრდილოეთში დეაშელების წინააღმდეგ წარმოებულ ევფრატის ფარის ოპერაციას, თქვა, რომ ანკარა ამ ოპერაციებს ოპოზიციური სირიის თავისუფალი არმიის მეშვეობით ახორციელებს და მათი მიზანია სირიის ჩრდილოეთში 5 ათას კვ კმ-ზე უსაფრთხოების ზონის შექმნა და ფრენებისათვის აკრძალული ზონის გამოცხადება, რათა ეს ტერიტორია დაცულ იქნას ტერორისტებისგან რა, მასში ლტოლვილები დასახლდნენ და უსაფრთხოდ იცხოვრონ.

მისივე თქმით დეაშელებისგან განთავისუფლებულ ქალაქ ჯერაბლუსში უკვე 40 ათასამდე დევნილი დაბრუნდა და მათ აქ უზრუნველყოფილი აქვთ მშვიდობიან ცხოვრება. იგი შეეხო ერაყის ქალაქ მოსულის გათავისუფლებასაც და ხაზი გაუსვა, რომ მისი გათავისუფლების შემდეგ აქ კვლავ მხოლოდ აქედან დევნილი სუნიტი არაბები, სუნიტი ქურთები და თურქმენები უნდა დაბრუნდნენ.

“თურქეთმა უკვე 12 ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ლტოლვილებისათვის, როცა დასავლეთმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ მხოლოდ 520 მილიონი დოლარის დახმარება გაუწიათ“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ 600 ათასამდე თავის მოქალაქის მკვლელი ესადი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში და აუცილებლად უნდა წავიდეს.

თურქეთ-ეგვიპტის ურთიერთობებზე საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენენ ამ ქვეყანასთან კეთილ და მეგობრულ ურთიერთობებს, თუ ეგვიპტის ახლანდელი ხელისუფლება სამხედრო ამბოხით გადაყენებულ და დაპატიმრებულ  მუჰამმედ მურსის და  მის მხარდამჭერებს გაათავისუფლებს

 



მსგავსი ინფორმაციები