ანკარას სტუმრობს საუდის არაბეთის მემკვიდრე უფლისწული

მის საპატივსაცემოთ ილდირიმმა ვახშამი გამართა

579886
ანკარას სტუმრობს საუდის არაბეთის მემკვიდრე უფლისწული

პრემიერმა ბინალი ილდირიმმა, გუშინ, ჩანქაიას რეზიდენციაში მოუწყო მიღება საუდის არაბეთის რანგით მეორე პირს, მემკვიდრე უფლისწულ მუჰამმედ ბინ ნაიფ ბინ აბდულაზიზ სუუდის და პირისპირი შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციათა შორისო მოლაპარაკებებიც შესდგა.

საღამოს კი პრინცის საპატივსაცემოთ ვახშამი გაიმართა, რომელშიც ორივე მხრიდან მრავალმა მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა.

მასზე სიტყვით გამოსულმა ილდირიმმა მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთს 15 ივლისის პუტჩის დროს ანკარისადმი გამოჩენილი ძლიერი მხარდაჭერის გამო  და ხაზი გაუსვა, რომ ანტიტერორისტულ ბრძოლაში გაზრდიან ურთიერთთანამშრომლობას ამ ქვეყანასთან.

მანვე ყურადღება დაუთმო ასევე როგორც საუდის არაბეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება-განმტკიცების, ასევე სირიის, ახლო აღმოსავლეთის და სხვა რეგიონალურ თუ საერთაშორისო აქტუალურ საკითხებსაც. პრინცმა კი მაღალი შეფასება მისცა რა ორი ქვეყნის ურთიერთობებს, თქვა, რომ მათი სურვილია, ძლიერი კავშირები დაამყარონ ანკარასთან ყველა სფეროში  



მსგავსი ინფორმაციები