ერდოღანი ნიუ ორკშია

მან ინტერვიუ მისცა Reuters-ს

573341
ერდოღანი ნიუ ორკშია

ნიუ ორკში, გაეროს 71-ე გენერალურ ასამბლეაზე მყოფმა ერდოღანმა ინტერვიუ მისცა Reuters-ის საინფორმაციო სააგენტოს და თქვა, რომ აშშ არ უნდა იყოს გადაქცეული ფეტულაჰისთანა ტერორისტის თავშესაფრად, ამიტომაც მან ვაშინგტონისაგან პენსილვანიაში მცხოვრები ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია FETÖ-ს ლიდერის, ფეტულაჰ გულენის დაუყონებლივ დაკავება და მისი სასწრაფოდ ექსტრადაცია მოითხოვა.

მისივე თქმით ფეტულაჰის მოძრაობა საფრთხეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსათვის და ამიტომ ამ მოძრაობის მოქმედება და საქმიანობები უნდა აიკრძალოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

იგი შეეხო 15 ივლისის პუტჩის მცდელობის შემდეგ გამოცხადებულ 3 თვიან საგანგებო მდგომარეობას და აღნიშნა, რომ მისი ვადის გაგრძელების კომპეტენცია პარლამენტის უფლებებში შედის და არა პრეზიდენტის.

ერდოღანის თქმით ბრიუსელი ევროკავშირთან ხელმოწერილი მიგრაციის კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს  არ ასრულებს, ხოლო ამის პარალელურად ევროკავშირი არც თურქეთის სრული გაწევრიანების საკითხშია გულწრფელი.

მანვე სირიის კრიზისზე საუბრისას მხარი დაუჭირა რა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის გარდამავალ პერიოდში ესადის მონაწილეობა ანკარისათვის მიუღებელია    



მსგავსი ინფორმაციები