თურქეთშია რუსეთის გენ-შტაბის უფროსი

ორი სარდლის შეხვედრის ყველაზე აქტუალური საკითხი იქნება სირიის უკანასკნელი ვითარება და DEAŞ-თან ბრძოლა

571202
თურქეთშია რუსეთის გენ-შტაბის უფროსი

დღეს, თავის თურქ კოლეგასთან ჰულუსი აქართან შეხვედრის მიზნით თურქეთშია რუსეთის გენ-შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი. შეხვედრაზე, მოსალოდნელია, სირიის უკანასკნელი ვითარების და სამხედრო თანამშრომლობის განხილვა. შეხვედრის ცერემონიალზე, ორი სახელმწიფოს ჰიმნების გახმოვანების და სამხედროების მისალმების შემდეგ, გერასიმოვი და აქარი, პირისპირი შეხვედრისთვის გაემართნენ გენ-შტაბისკენ. ორი სარდლის შეხვედრის ყველაზე აქტუალური საკითხი იქნება სირიის უკანასკნელი ვითარება და DEAŞ-თან ბრძოლა.

რუსეთის გენ-შტაბის უფროსის თურქეთში ვიზიტი, 24 ნოემბრის თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ, არის ყველაზე უმაღლესი დონის სამხედრო ვიზიტი. აქარის და გერასიმოვის შეხვედრა ჩატარდა პრესისთვის დახურულ კარს მიღმა.



მსგავსი ინფორმაციები