იბრაჰიმ კალინი

იბრაიმ კალინის განცხადებით, თურქეთი არ გეგმავს რაკკაზე სამხედრო ოპერაციას

570363
იბრაჰიმ კალინი

პრეზიდენტ ერდოღანის გენერალური მდივნის მოადგილის და პრესსპიკერის იბრაიმ კალინის განცხადებით, თურქეთი არ გეგმავს რაკკაზე სამხედრო ოპერაციას. აღნიშნა, რომ მოქმედებენ საერთაშორისო კოალიციის ძალებთან ერთად. მიზანია იმ ხაზის DEAŞ-გან მთლიანად გაწმენდა.

კალინმა შეფასება მისცა თურქეთის შეიარაღებული ძალების ევფრატის ფარის ოპერაციას. გაზეთ „ჰაბერ თურქისთვის მიცემულ ინტერვიუში, აღნიშნა, რომ ოპერაციით, საერთაშორისო საზოგადოება ხედავს თურქეთის ტერ-ორგანიზაციებთან ბრძოლის მტკიცე გადაწყვეტილებას. ქალაქ რაკკაზე კი, სადაც ყველაზე ძლიერია DEAŞ-ი, არ ითვალისწინებენ სამხედრო ჩარევას. ისიც დაამატა რომ მხარდაჭერა აღმოუჩინეს მინბუჩის DEAŞ-ისგან გაწმენდას. მართალია არ მიუღიათ მონაწილეობა ოპერაციებში, მაგრამ პრინციპულად გამოთქვეს მხარდაჭერა. პირობა წამოაყენეს, რომ იქ არ შევიდოდა და არ დარჩებოდა pyd.  ეს ეხება რაკკასაც.

იბრაჰიმ კალინმა განცხადება გაავრცელა საერთაშორისო კოალიციის ელ ბაბზე შესაძლო სამხედრო ოპერაციის შესახებაც. თარიღის დაუსახელებლად თქვა, რომ გათვალისწინებულია ყოვლისმომცველი და ფრთხილი გეგმის ძალაში შეყვანა.
ეს ოპერატიული დეტალებია და მასზე მუშაობენ. ამ მიზნით საჭიროა გადაისინჯოს პრეზიდენტისთვის ობამას შეთავაზებული წინადადება. კოალიციასთან ერთად მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი იმ ხაზის daiş-ისგან განთავისუფლება.



მსგავსი ინფორმაციები