გუშინ ერდოღანმა ბაჰრეინის მეფე მიიღო

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი გუშინ ანკარაში ჩამოსულ ბაჰრეინის მეფეს ისა ბინ სალმან ალ ხალიფას ოფიციალური ცერემონიით დახვდა

559545
გუშინ ერდოღანმა ბაჰრეინის მეფე მიიღო

პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი გუშინ ანკარაში ჩამოსულ ბაჰრეინის მეფეს ისა ბინ სალმან ალ ხალიფას ოფიციალური ცერემონიით დახვდა.

პრეზიდენტი ერდოღანი ალ ხალიფას პრეზიდენტის კომპლექსის პროტოკოლის კართან მიეგება.

ორივე ქვეყნის ეროვნული ჰიმნებისა და ბაჰრეინის მეფის თურქული სამხედრო მისალმების შემდეგ ერდოღანსა და ბაჰრეინის მეფეს შორს პირისპირი შეხვედრა გაიმართა. მოგვიანებით კი ერთმანტს დელეგაციები შეხვდნენ.  

თურქეთსა და ბაჰრეინს შორის 5 სფეროში თანამშრომლობის პროტოკოლი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ერდოღანი და ისა ბინ სალმან ალ ხალიფაც ესწრებოდნენ.

იუნუს ემრეს ინსტიტუტსა და ბაჰრეინის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის პროტოკოლს ხელი იუნუს ემრეს ინსტიტუტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა პროფესორმა შერეფ ათეშმა და ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ ხალიდ ბინ აჰმედ ბინ მოჰამედ ალ ხალიფამ მოაწერეს.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #ბაჰრეინი , #ერდოღანი

მსგავსი ინფორმაციები