ტერორისტთა ლიდერმა გიულენმა თავისი თავი ინტერვიუებით გასცა

ფეტულა გიულენმა 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ პრესისათვის მიცემულ ინტერვიუებში მრავალი ტყუილიც წარმოთქვა

558471
ტერორისტთა ლიდერმა გიულენმა თავისი თავი ინტერვიუებით გასცა

ტერორისტთა ლიდერმა გიულენმა თავისი თავი ინტერვიუებით გასცა

ჩვენი გენერალური დირექციის მხრიდან ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ ფეტულა გიულენმა 15 ივლისის წარუმატებელი პუტჩის შემდეგ პრესისათვის მიცემულ ინტერვიუებში მრავალი ტყუილიც წარმოთქვა და მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებიც გაავრცელა. ფეტოელების ამბოხს ასობით ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით დაიჭრა რა, ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ გიულენი წლების განმავლობაში ტყუილებზე დაფუძნებული ტერორგანიზაციის ლიდერს წარმოადგენს. 

ამოუწურავია ფეტოს ლიდერის, გიულენის მხრიდან წარმოთქმული ტყუილები.

FETÖ/ფეტოს ლიდერმა პუტჩის მცდელობის შემდგომ დღეებში, კონკრეტულად კი 16-17 ივლისს, ინტერვიუები მისცა მსოფლიოს წამყვანი მას-მედიის საშუალებებს, The Guardian-ს, Financial Times-ს, Wall Street Journal-ს და The New York Times-ს რა, სცადა დაემალა ამბოხებულთა ლიდერობა და ამ მიზნით კვლავ მოიტყუა, თითქოსდა იგი თურქეთში უფრო ადრე მომხდარი პუტჩებისგან დაზარალებულიც კი იყო. ეს რომ მისი მორიგი ტყუილი იყო, დაადასტურა მისი მხრიდანვე 1980 წლის 12 სექტემბრის სამხედრო გადატრიალების შესახებ თავის ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ჟურნალ  “Sızıntı”-ში გამოქვეყნებულმა სტატიამ სახელწოდებით, “ბოლო საპატრულო პოსტი“, რომელშიც იგი ხაზგასმით ამბობს, რომ პუტჩისტმა სამხედროებმა მათ ბოლო წუთზე მიუსწრეს, ე.ი. მიესალმება ამბოხს.

გაზეთი მილლიეთის 2005 წლის 31 იანვრის ნომრისათვის მიცემულ ინტერვიუში იგი 12 სექტემბრის პუტჩის ხელმძღვანელის, გენერალ ქენან ევრენის შესახებ ამბობს, რომ იგი ამ პუტჩის გამო სამოთხის ღირსია. 1997 წლის 28 თებერვლის პოსტ მოდერნისტული ამბოხების შესახებ 16 აპრილს ტელეარხ D-ს პოლიტიკურ პროგრამაში მონაწილე გიულენი ამბობს, რომ პუტჩისტები ხელისუფლებაში მყოფ რეფაჰის პარტიაზე უფრო დემოკრატიულები არიან, ხოლო ამავე პროგრამაში იგი მთავრობას მოუწოდებს, “ვერ შესძელით ქვეყნის მართვა, გადადექით-ო“.

გიულენი არ ერიდება ასევე თავი მსხვერპლად წარუდგინოს საერთაშორისო პრესასაც.

FETÖ-ს ლიდერი 2016 წლის 16 ივლისს, ე.ი. პუტჩის პირველსავე დღეს The Guardian-ის, Financial Times-სა და The New York Times-სათვის მიცემულ ინტერვიუში იფიცება, რომ მას რაიმე კავშირი არ აქვს ამბოხთან.  17 ივლისს უკვე Wall Street Journal-ს და Vesti TV-ს აძლევს ინტერვიუს და ამბობს, რომ პუტჩის მცდელობა თვით თურქეთის მთავრობის სცენარი არისო, ხოლო 18 ივლისს  BBC-სათვის გავრცელებულ განცხადებაში ივიწყებს წინა დღეს ნათქვამ ტყუილს და ახალ ტყუილს ახეთქებს: ეს პუტჩი ოპოზიციურ პარტიებთან დაახლოებულმა ოფიცრებმა მოაწყვესო. 

FETÖ-ს ლიდერი გიულენი წინა ქადაგებების რელიგიური პირის იმიჯისგან ჩამოშორებული ჩანდა. თითქმის ყველა ქადაგების დროს ჯუბესა და თაქეს მომრგებმა გიულენმა საერთაშორისო სამაუწყებლო ორგანოებთან ინტერვიუს დროს უპირატესობა პიჯაკის ჩაცმას მიანიჭა, თავისი მამულის ყველაზე სადა ოთახში გადაღების უფლება გასცა და შეეცადა ისეთი იმიჯი წარმოეჩინა, რომ ამ მარტივ და თავმდაბალ სტრუქტურას ამბოხის მცდელობასთან კავშირი არ აქვს.   

ტყუილიზე აგებული ცხოვრება

FETÖ-ს ლიდერმა გიულენმა, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე მიცემულ ინტერვიუებში შეეცადა შეექმნა ამბოხით დაზარალებულის, მშვიდობისმყოფელის, დიალოგის მოხრე, თავმდაბალი თითქოსდა სასულიერო პირის იმიჯის შექმნას, დღემდე ნათქვამი ტყუილების სააშკარაოზე გამოსვლას ხელი ვერ შეუშალა.

FETÖ-მ, რომელიც უკან არ იხევს თურქეთში ბოლო წლებში განვითარებულ კრიტიკულ პროცესებში ჩართვაზე, დღემდე 28 თებერვლის პოსტმოდერნისტული გადატრიალების, ერგენეკონის, ბალიოზისა და მსგავს პოლიტიკურ და სამართლებრივ პროცესებში, სახელმწიფო ორგანოებში შეღწეული წევრების ხელით ათასობით ადამიანი დააპატიმრა. 15 ივლისის გადატრიალების მცდელობა კი ორგანიზაციის ბინძური და სისხლიანი სახის მთელი მსოფლიოსათვის მაჩვენებელი ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია.

გიულენის არათანმიმდევრული განცხადებები

1 – 2016 წლის 16 ივლისი „გადატრიალების მცდელობას ჩემთან კავშირი არ აქვს, გადატრიალების წინააღმდეგი ვარ.“ - Guardian, Financial Times, New York Times

2016 წლის 17 ივლისი „გადატრიალების ბრალდება სცენარია. შესაძლოა სამხედრო სისტემის ლიკვიდაციისათვის თვითონ მოაწყვეს.“ - Wall Street Journal, Vesti TV  

2016 წლის 18 ივლისი „შესაძლოა იყვნენ ისინი, ვისაც ოპოზიციური პარტიის მიმართ სიმპათიები აქვთ, შეიძლება იყვნენ ნაციონალისტები.“ - BBC World, Spiegel Online 

2016 წლის 18 ივლისი „შესაძლოა ამ მცდელობასთან მიტყუებული იყოს ჩვენთან ახლოს მყოფი, ეროვნული გრძნობების მქონე გულუბრყვილო ადამიანები.“ - BBC World, Spiegel Online

2 – 2016 წლის 16 ივლისი „გადატრიალების წინააღმდეგი ვარ, მჯერა დემოკრატიის, არჩევნების.“- Guardian, Financial Times, New York Times

1980 წლის 30 სექტემბერი „კიდევ ერთხელ მივესალმებით თურქ სამხედროებს, რომლებიც სწრაფად მოდიან ჩვენს დასახმარებლად, მაშინ როდესაც იმედი გვეწურება.“ - ჟურნალი Sızıntı  

2005 წლის 31 იანვარი „12 სექტემბრის გადატრიალების მომწყობი ქენან ევრენი შესაძლოა სამოთხეში მოხვდეს.“ - Milliyet

1997 წლის 16 აპრილი „28 თებერვლის გადატრიალების მომწყობი სამხედროები უფრო დემოკრატიულები არიან... რეფაჰ-იოლის მთავრობავ, ვერ შესძელით, წადით.“ - Kanal D

3 – 2016 წლის 16 ივლისი „აშშ ამ თამაშით არ მოტყუვდება, იმას გააკეთებს, რაც თანამედროვე სამართლით არის საჭირო.   

 

2016 წლის 18 ივლისი „არ მეშინია დეპორტაციის, აშშ ასე თუ გადაწყვეტს, ასე იქნება. შეიქმნას საერთაშორისო კომისია და გამოიკვლიონ.“ -  Spiegel Online

4 – 2014 წლის 27 იანვარი „მოგვარების პროცესის მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ ვარ“ - BBC

2016 წლის 17-18 ივლისი „მოგვარების პროცესი ღალატია, ორგანიზაციამ 2-3 წელიწადი ქალაქებში იარაღი შეიტანა, ამათმა თვალები დახუჭეს. ახლა კი აღმოსავლეთი ნანგრევებად აქციეს.... თურქეთის დაყოფა დაგგეგმეს.“ - The Wall Street Journal, CNN

2016 წლის 4 აგვისტო „ ქურთულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი 10 მუხლიანი რეცეპტი პრეზიდენტს შევთავაზეთ, თუმცა უარი განაცხადა. აღმოსავლეთი სისხლის ტბად აქციეს.“ - NRT

5 – 2013 წლის 17-25 დეკემბერი „უკანონო მოსმენებს ჩვენთან კავშირი არ აქვს“

2016 წლის 17 ივლისი „17-25 დეკემბერის პროცესებზე შესაძლოა პასუხისმგებელი გერმანიისა და აშშ-ის საიდუმლო სამსახურები იყოს“ – Wall Street Journal

 


საკვანძო სიტყვები: #გადატრიალების მცდელობა , #FETÖ/PDY

მსგავსი ინფორმაციები