თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერაბლუსში ოპერაცია დაიწყო

რეგიონი ჰაუბიცა ფირტინადან და საბრძოლო თვითმფრინავებით იბომბება

557983
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჯერაბლუსში ოპერაცია დაიწყო

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ერთობლივმა სპეციალურმა სამუშაო ძალებმა და კოალიციის საჰაერო ძალებმა სირიის ქალაქ ალეპოს რაიონის ჯერაბლუსის რეგიონში ტერორგანიზაცია დეაშის ნაწილებისგან გასაწმენდად ოპერაცია დაიწყეს.

რეგიონი ჰაუბიცა ფირტინადან და საბრძოლო თვითმფრინავებით იბომბება.

04.00 საათზე დაწყებული ინტენსიური საარტილერიო დაბომბვების შემდეგ 06.00 საათზე თურქეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო თვითმფრინავებმა დაბომბეს.

სამხედრო წყაროების ცნობით, ოპერაციის მიზანი საზღვრის უსაფრთხოების დაცვაა და 63 სამიზნეზე 224 გასროლა განხორციელდა.

ოპერაციის ფარგლებში საჰაერო ძალების მიერ დაგეგმილი თორმეტივე სამიზნე იქნა დაბომბილი.

საარტილერიო, სარაკეტო და ნაღმტყორცნებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 70 სამიზნე გაანადგურეს.

საჰაერო ძალების კუთვნილი F-16-ები ჯერაბლუსსა და ქექლიჯეში ბომბავენ სამიზნეებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების ნაწილებიც შევიდა სირიის ტერიტორიაზე.    

ოპერაციის დროს წინასწარ დადგენილი დეაშის სამიზნეები იქნა გაუვნებელყოფილი.

ოპერაციით საზღვრის ტერორგანიზაციებისგან გაწმენდა და საზღვრის უსაფრთხოების გაზრდა, ამავდროულად სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა იგეგმება.

დეაშთან აქტიური ბრძოლის მწარმოებელი თურქეთის შეიარაღებული ძალების ოპერაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კოალიციის ძალების ამ ტერორისტული ორგანიზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში

აღნიშნული ოპერაციის მეშვეობით ახალი მიგრაციის ტალღის აღკვეთა, რეგიონის მშვიდობიანი მოქალაქეებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება და რეგიონში ტერორისტებისაგან გაწმენდა იგეგმება.

ოპერაციის მიზანია თურქეთის რესპუბლიკასა და მის მოსახლეობაზე თავდამსხმელი, უდანაშაულო ადამიანების მკვლელ ტერორგანიზაციასთან აქტიური ბრძოლა, ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებასთან და კოალიციის ძალებთან თანამშრომლობით მუშაობის გაგრძელება.

ოპერაციასთან დაკავშირებით ჩატარდა დიპლომატიური სამუშაოები ამ ფარგლებში რუსეთი ოპერაციის თაობაზე იქნა ინფორმირებული.   

 



მსგავსი ინფორმაციები