გუშინ მმართველი პარტიის შექმნის მე-15 წლისთავი აღინიშნა

საზეიმო ცერემონიას ტელეკონფერანსით დაუკავშირდა ერდოღანი

551897
გუშინ მმართველი პარტიის შექმნის მე-15 წლისთავი აღინიშნა

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ტელეკონფერანსით დაუკავშირდა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის შექმნის მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას და თქვა, რომ თურქი ხალხის მოღალატე ფეტულაჰის ტერ ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურა FETÖ/PDY-ს პუტჩის ანგარიშს მკაცრად მოსთხოვენ და მის ფესვებსაც ამოძირკვავენ.

“სამხედრო გადატრიალების მცდელობის ღამეს მათ მუხანათურად მოგვიკლეს ჩვენივე ძმები, 240 თანამემამულე, დაჭრეს 2195 და ამით ჩვენ ხალხს გადაახდევინეს ხელისუფლებაში მოსვლის საფასური, მაგრამ, ამავე ხალხის გმირული წინააღმდეგობით ჩაიშალა მათი ვერაგული მიზნები და ახლა ჩვენ მკაცრად დავსჯით მათ“, აღნიშნა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ მართალია 2014 წლის აგვისტოდან, ე.ი. რაც ქვეყნის პრეზიდენტი გახდა, აღარ არის ამ პარტიის თავჯდომარე, მაგრამ, სამაგიეროდ ამ პარტიისადმი სიყვარული და კეთილი გრძნობები არ შენელებია.

მისივე თქმით 15 ივლისი თურქეთის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე სისხლიანი, ყველაზე ვერაგული, ყველაზე შავბნელი დღე, რადგან ქვეყნის არმიაში ჩუმად შეღწეულმა ერთმა მუჭა ფეტულაჰელმა სამხედრო ამბოხით სცადა დემოკრატიული არჩევნების შედეგად ქვეყნის ხელისუფლებაში მოსული მთავრობის დამხობა და სისტემის შეცვლა, თუმცა ეთ მუჭად შეკრულმა ერმა თავისი დემოკრატიაც დაიცვა და ხელისუფლებაც.

“7 აგვისტოს სტამბოლის იენიკაფის მოედანზე ჩატარებულ გრანდიოზულ მიტინგზე ხელისუფლების გვერდით დადგნენ ოპოზიციური ძალებიც და ამით მტერსა და მოყვარეს ერთიანობის, თანასწორობის და სოლიდარობის გაკვეთილი ჩავუტარეთ და ამ კეთილგანწყობის სურათს ბოლომდის დავიცავთ“, ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები