ერდოღანმა  „დემოკრატიის სადარაჯოზე დგომის“ ბოლო დღეს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა

ერდოღანმა  „დემოკრატიის სადარაჯოზე დგომის“ ბოლო დღეს ბეშთეპეს საპრეზიდენტო კომპლექსის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა

549951
ერდოღანმა  „დემოკრატიის სადარაჯოზე დგომის“ ბოლო დღეს მოქალაქეებს სიტყვით მიმართა

ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მოწოდებით „დემოკრატიის სადარაჯოზე დგომის“ დაწყებიდან 27 დღე გავიდა.

ერდოღანმა  „დემოკრატიის სადარაჯოზე დგომის“ ბოლო დღეს ბეშთეპეს საპრეზიდენტო კომპლექსის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.

„ანკარა იყო ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი იმ იშვიათი ქალაქებიდან, სადაც თითქოს განთავისუფლების დღე არ იყო. 15 ივლისი მთელს თურქეთთან ერთად ანკარის განთავისუფლების დღეცაა... დემოკრატიას, თავისუფლებას, სახელმწიფოს, ჩვენს მომავალს 24 საათი, წლის 365 დღე ჩვენს სახლებში, სამსახურებში, ყველგან დავიცავთ. მუქარა, მახე, ღალატი, საბოტაჟი სადიდან, როდის და ვისგან წამოვა უცნობია. ღალატის სადარაჯოს FETÖ ტოვებს, PKK იბარებს, ის ტოვებს DAİŞ-ი იბარებს.... ადრე თუ გვიან ამერიკის შეერთებული შტატები არჩევანს გააკეთებს. ან თურქეთი ან FETÖ. ან მეამბოხე ტერორისტი FETÖ ან დემოკრატიის ქვეყანა თურქეთი. ეს არჩევანი უნდა გააკეთოს.“- განაცხადა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წლებია ებრძვიან უსამართლობას, უკანონობას, ცილისწამებას, თვალთმაქცობას და ამ მოღალატურმა ორგანიზაციამ ხელი სისხლშიც გაისვარა. მისივე თქმით, თურქი ერი ყველა შეცდომას აპატიებს გარდა ღალატისა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მზაკვრულ თავდასხმებზე და დასძინა, რომ ისინი, ვისაც თურქეთის ტერიტორიაზე რაიმე ანგარიშები აქვთ, ამის საფასურს გადაიხდიან.   

პრეზიდენტმა „დემოკრატიის სადარაჯოზე მდგომ“ მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და დაამატა: „ღმერთს ვთხოვ ჩვენი ქვეყანა და ერი მუდამ დაიცვას. ახლა კი ვწყვეტთ დემოკრატიის სადარაჯოზე დგომას, მაგრამ მას არ შევწყვეტთ ჩვენს სულებსა და გულებში.“


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები