ერდოღანი, პუტინი
უპირველე ყოვლისა, ყურადღება გაამახვილეს თურქეთთან თანამშრომლობის, ნოემბრის, თვითმფრინავის კრიზისის წინანდელ მდგომარეობაზე დაბრუნებაზე
პრეზიდენტ რ.თ ერდოღანს და რუსეთის პრეზიდენტ ვლ.პუტინს შორის სანკ-პეტერბურგში შეხვედრის შემდეგ გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.
ერდოღანის განცხადებით, რუს კოლეგასთან შეთანხმება მიიღეს მრავალმხრივი თანამშრომლობის გაფართოების შესახებ. შეხვედრები ამის შემდეგაც გაგრძელდება ყველა სფეროში, აღნიშნა ერდოღანმა და დაამატა რომ აქუიუს ბირთვულ ელექტრო სადგურს მიენიჭება სტრატეგიული საინვესტიციო სტატუსი.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით უპირველეს ყოვლისა, ყურადღება გაამახვილეს თურქეთთან თანამშრომლობის, ნოემბრის, თვითმფრინავის კრიზისის წინანდელ მდგომარეობაზე დაბრუნებაზე. შეთანხმდნენ საშუალო ვადიანი პროგრამის ცხოვრებაში გატარების საკითხზე. აღნიშნა, რომ არსებული ენერგო პროექტების რეალიზაციისთვის, საჭიროა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა, რადგან სავაჭრო თანამშრომლობის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება ენერგო სექტორი.
მისივე განცხადებით, თურქული კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების გაუქმება მოხდება ეტაპობრივად. გაგრძელდება ორი ქვეყნის ერთობლივი კომისიების შეხვედრები.
ორი სახელმწიფოს ლიდერმა განიხილა სირიის საკითხიც.
შეგახსენებთ, რომ 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ერდოღანმა საზრვარგარეთ, პირველი ვიზიტი განახორციელა რუსეთში. 24 ნოემბრის, საჰაერო სივრცის დამრღვევი რუსული თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ, ერდოღანის ვიზიტი, რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირი შეხვედრის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად ითვლება.
კონსტანტინოვსკის სასახლეში ერდოღანს გულთბილი შეხვედრა გაუმართეს.
პირისპირი და წარმომადგენელთა ჯგუფებს შორის შეხვედრის წინ, რომელსაც დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს მსოფლიო, ორმა ლიდერმა პრესისთვის მოკლე განცხადება გაავრცელა.
პუტინმა აღნიშნა, რომ თვითმფრინავის კრიზისის შემდეგ ურთიერთობების შენელების მიუხედავად, იგი იყო იმ პირველთა რიგებში, რომელმაც დაურეკა 15 ივლისის სახელმწიფო კრიზისთან დაკავშირებით ერდოღანს.
დღეს კი მადლობას უხდის მას, რომ პირისპირი შეხვედრის შესაძლებლობა მისცათ.
ერდოღანმა აღნიშნა რომ, გათვალისწინებული ახალი ნაბიჯებით, უფრო სხვანაირ ეტაპში სურთ ორ სახელმწიფოს შორის შერბილებულ პროცესში მყოფი ურთიერთობების გაფართოება. კმაყოფილებით გამოხატა 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ პუტინის დარეკვაზე და გამოთქვა რწმენა, რომ მათი ურთიერთობები ხელს შეუწყობს რეგიონის პრობლემების გადაწყვეტასაც, რადგან რეგიონს გააჩნია მათი პოლიტიკური მოლოდინი.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ევროპელ ლიდერებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა