საჯარო მოხელეთა საშვებულებო აკრძალვა მოიხსნა

ვიცეპრემიერისა და მთავრობის წარმომადგენელის ნუმან ქურთულმუშის განცხადებით, საჯარო მოხელეთა საშვებულებო აკრძალვა მოიხსნა

547777
საჯარო მოხელეთა საშვებულებო აკრძალვა მოიხსნა

ვიცეპრემიერისა და მთავრობის წარმომადგენელის ნუმან ქურთულმუშის განცხადებით, საჯარო მოხელეთა საშვებულებო აკრძალვა მოიხსნა.

ნუმან ქურთულმუშმა მინისტრთა საბჭოს შემდეგ განცხადება გააკეთა.

ქურთულმუშის თქმით, ყურბან ბაირამის დღესასწაულზე დასვენება 9 დღიანი იქნება, თუმცა ეს წინადადება ჯერ მინისტრთა საბჭოზე არ დამდგარა.  

პრემიერმა გაქცეული სამხედროების რაოდენობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების 186 და ჟანდარმერიის მთავარი სარდლობის 30 წევრი მთლიანობაში 216 პიროვნება გაქცეულია და ამათგან 9 გენერალია.

დემოკრატიის დაცვის მიტინგებთან დაკავშირებით კი ვიცეპრემიერმა აღნიშნა: „ამ აქციებში დღემდე 25 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გუშინ 5 მილიონმა, თურქეთის მასშტაბით კი ათმა მილიონმა ადამიანმა შეავსო მოედნები. ამ მიტინგების გავლენა კიდევ გაგრძელდება. ეჭვი არ გვეპარება რომ აშშ-ის ხელისუფლება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY ლიდერი ფეტულა გიულენის საკითხზე პოზიციას გადახედავს ან გადატრიალების დრო ადამიანების მკვლელ ლიდერ ს დაუჭერს მხარს ან მილიონობით ადამიანის მოთხოვნას გასცემენ პასუხს. იმისათვის, რომ თურქეთში ამბოხი აღარასოდეს მოხდეს მუშობას გავაგრძელებთ.“

ქურთულმუშის თქმით მხარდაჭერის პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა: „ეკონომიკური წრეები  მშვიდად იყოს გადატრიალების მცდელობასა და მის შემდგომ მოვლენებს ეკონომიკაზე გავლენა არ მოუხდენია. ამ ფარგლებში მინისტრთა საბჭოს დღის წესრიგში ჩადგა მხარდაჭერის პაკეტის გაზრდა. ეკონომიკასთან დაკავშირებით სამინისტროები მუშაობას აგრძელებენ“

მანა ასევე დაამატა, რომ მედიის 3 პროცენტიანი RTÜK-ის სარეკლამო წილი 1,5 %-მდე შემცირდება.



მსგავსი ინფორმაციები