"დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა" მიტინგზე ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ

მილიონობით ადამიანმა იენიქაფის მოედანზე შეკრება დილით ადრე დაიწყო და პიკს პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მისვლით მიაღწია

547219
"დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა" მიტინგზე ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ
ismail kahraman.jpg
binali yıldırım.jpg
hulusi akar.jpg
kemal kılıçdaroğlu.jpg
devlet bahçeli.jpg

სტამბოლში დემოკრატიისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მიტინგი გაიმართა.

მილიონობით ადამიანმა იენიქაფის მოედანზე შეკრება დილით ადრე დაიწყო და პიკს პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის მისვლით მიაღწია.

მილიონობით ადამიანს მიტინგზე მიესალმა პრემიერმინისტრი და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალური მდივანი ბინალი ილდირიმი, რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ეროვნული მოძრაობის პარტიის გენერალური მდივანი დევლეთ ბაჰჩელი.

15 ივლისის გადატრიალების მცდელობის ღამე სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილისა და ეროვნული ჰიმნის შესრულების შემდეგ რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმეზმა დაღუპული 240 გმირთა სულებისათვის ილოცა.  

მიტინგზე სიტყვით პირველი ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერი დევლეთ ბაჰჩელი გამოვიდა.

ბაჰჩელიმ განაცხადა, რომ 15 ივლისს  სიამაყით უყურებდა თურქეთის აღზევებასა და იმას, თუ ერმა როგორ მიხედა საკუთარ ბედს.

ბაჰჩელის განცხადებით, 15 ივლისი ახალი შემოჭრის მცდელობა იყო და დაამატა: „სასტიკნი იმპერიალიზმის მაშანი ამჯერად თურქი სამხედროების ფორმაში გამოეწყვნენ. ხოჯისა და მეცნიერის შესახედაობის ტერორისტმა მკვლელ ორგანიზაციას თურქეთისათვის სროლის ბრძანება მისცა.“

ეროვნული მოძრაობის პარტიის ლიდერის თქმით, იმ დღეს ტანკებს წინ ეროვნული სინდისი აღუდგა, იმ ღამეს თურქმა ერმა ტყვიებისკენ ისე იარა როგორც ვარდების ბაღისკენ.

ბაჰჩელის შემდეგ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ქემალ ქილიჩდაროღლუ და განაცხადა, რომ მომხდარი ეს დიდი უბედურება ყველა პოლიტიკოსისათვის გაკვეთილი უნდა იყოს.

ქილიჩდაროღლუს განცხადებით, თანამედროვე კომპრომისული კულტურის გამთავისებელი თურქეთისათვის მეჩეთში, ყაზარმაში, სამართლის სახლში პოლიტიკა არ უნდა შევიდეს და ხაზი გაუსვა ყველანაირ პირობებში დემოკრატიის დაცვის მნიშვნელობას.

„არც ამბოხი და არც დიქტატურა, გაუმარჯოს დემოკრატიას“ განაცხადა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და დასძინა, რომ ერის ნებას საჭიროა ყველა სახის ჩრდილი მოსცილდეს.

მისივე თქმით, რესპუბლიკის დაცვა ყელას მოვალეობაა და მოითხოვა საპარლამენტო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება.

ქილიჩდაროღლუს შემდეგ მიტინგზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ჰულუსი ქარამა.

აქარის განცხადებით, 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში შეპარულმა ტერორისტების ჯგუფმა (ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY წევრები) სამშობლოსა და ერს ისტორიაში უნახავი სირცხვილი განაცდევინა და ის პასუხი, რაც დაიმსახურეს ისევ ხალხისგან მიიღეს.

გაერთიანებული შტაბის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ხელსისხლიანი მკვლელების თურქეთის შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უმრავლესობის გმირი წევრებისაგან გამოცალკავებით გახარებულია და თურქეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს სამსახურშია და თავის მოვალეობას ასრულებს. 

აქარმა აღნიშნა, რომ გამარჯვება მათია ვისაც კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ჩვენი ერის მაღალი ღირებულებების სჯერა.   

აქარის შემდეგ კი მიტინგზე სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი და განაცხადა:

„მივესალმები ყველას, ვინც 81 პროვინციასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში ამ მიტინგს უყურებს“ და დაამატა, რომ 15 ივლისის თურქი ერისთვის მეორე განმანთავისუფლებელი ბრძოლის დღეა. მისივე თქმით, ამ ერმა მიწის ზემოთ სამარცხვინო ცხოვრებას მიწის ქვეშ ღირსებით დაწოლა არჩია და სეპარატისტული ტერორგანიზაცია pkk-ს მიერ მოქალაქეებს შორის სიძულვილის თესვას ბოლო მოეღება.

ილდირიმის თქმით, 15 ივლისი მიკრობებისგან გაწმენდის დღეა და ყველა ელემენტი, რომელიც ერს აწუხებს მოისპობა. 

პრემიერმა განაცხადა, რომ FETÖ-ს ლიდერი თურქეთში ჩამოვა და მას პასუხი მოეთხოვება.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა კი განაცხადა, რომ ვერაგული ამბოხის მცდელობის ღამეს 15 ივლისს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლის ღია იყო და იგი მუშაობას აგრძელებდა.

მისი თქმით, მეამბოხეებმა იმ ღამეს მეჯლისის შენობა დაბომბეს, რაც ერის გულის დაბომბვას ნიშნავს, თუმცა მამაცმა ერმა ეს ამბოხი ჩაახშო, რითაც გადატრიალებების ისტორიაც დასრულდა და დაამატა: „ერი სახელმწიფოს და სახელმწიფო არმიის გარეშე არ არსებობს.“


საკვანძო სიტყვები: #იენიქაფი , #მიტინგი , #ლიდერები

მსგავსი ინფორმაციები