მიტინგზე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ქემალ ქილიჩდაროღლუ

მიტინგზე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ქემალ ქილიჩდაროღლუ

547011
მიტინგზე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ქემალ ქილიჩდაროღლუ

ბაჰჩელის შემდეგ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალური მდივანი ქემალ ქილიჩდაროღლუ და განაცხადა, რომ მომხდარი ეს დიდი უბედურება ყველა პოლიტიკოსისათვის გაკვეთილი უნდა იყოს.

ქილიჩდაროღლუს განცხადებით, თანამედროვე კომპრომისული კულტურის გამთავისებელი თურქეთისათვის მეჩეთში, ყაზარმაში, სამართლის სახლში პოლიტიკა არ უნდა შევიდეს და ხაზი გაუსვა ყველანაირ პირობებში დემოკრატიის დაცვის მნიშვნელობას.

„არც ამბოხი და არც დიქტატურა, გაუმარჯოს დემოკრატიას“ განაცხადა რესპუბლიკური სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ და დასძინა, რომ ერის ნებას საჭიროა ყველა სახის ჩრდილი მოსცილდეს.

მისივე თქმით, რესპუბლიკის დაცვა ყელას მოვალეობაა და მოითხოვა საპარლამენტო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერება.


საკვანძო სიტყვები: #მიტინგი , #სტამბოლი , #იენიქაფი

მსგავსი ინფორმაციები