იენიქაფის მიტინგზე ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ

ქილიჩდაროღლუს შემდეგ მიტინგზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ჰულუსი ქარამა

547043
იენიქაფის მიტინგზე ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ
demokrasi ve sehitler mitingi3.jpg
demokrasi ve sehitler mitingi2.jpg
demokrasi ve sehitler mitingi1.jpg

ქილიჩდაროღლუს შემდეგ მიტინგზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა ჰულუსი ქარამა.

აქარის განცხადებით, 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებულ ძალებში შეპარულმა ტერორისტების ჯგუფმა (ფეტულას ტერორისტული ორგანიზაცია/პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის FETÖ/PDY წევრები) სამშობლოსა და ერს ისტორიაში უნახავი სირცხვილი განაცდევინა და ის პასუხი, რაც დაიმსახურეს ისევ ხალხისგან მიიღეს.

გაერთიანებული შტაბის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ ხელსისხლიანი მკვლელების თურქეთის შეიარაღებული ძალების აბსოლუტური უმრავლესობის გმირი წევრებისაგან გამოცალკავებით გახარებულია და თურქეთის შეიარაღებული ძალები სახელმწიფოს სამსახურშია და თავის მოვალეობას ასრულებს.  

აქარმა აღნიშნა, რომ გამარჯვება მათია ვისაც კანონის უზენაესობის, დემოკრატიის და ჩვენი ერის მაღალი ღირებულებების სჯერა.    

აქარის შემდეგ კი მიტინგზე სიტყვით გამოვიდა პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი და განაცხადა:

 „მივესალმები ყველას, ვინც 81 პროვინციასა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოში ამ მიტინგს უყურებს“ და დაამატა, რომ 15 ივლისის თურქი ერისთვის მეორე განმანთავისუფლებელი ბრძოლის დღეა. მისივე თქმით, ამ ერმა მიწის ზემოთ სამარცხვინო ცხოვრებას მიწის ქვეშ ღირსებით დაწოლა არჩია და სეპარატისტული ტერორგანიზაცია pkk-ს მიერ მოქალაქეებს შორის სიძულვილის თესვას ბოლო მოეღება.

ილდირიმის თქმით, 15 ივლისი მიკრობებისგან გაწმენდის დღეა და ყველა ელემენტი, რომელიც ერს აწუხებს მოისპობა.  

პრემიერმა განაცხადა, რომ FETÖ-ს ლიდერი თურქეთში ჩამოვა და მას პასუხი მოეთხოვება.

თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ ისმაილ ქაჰრამანმა კი განაცხადა, რომ ვერაგული ამბოხის მცდელობის ღამეს 15 ივლისს თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლის ღია იყო და იგი მუშაობას აგრძელებდა.

მისი თქმით, მეამბოხეებმა იმ ღამეს მეჯლისის შენობა დაბომბეს, რაც ერის გულის დაბომბვას ნიშნავს, თუმცა მამაცმა ერმა ეს ამბოხი ჩაახშო, რითაც გადატრიალებების ისტორიაც დასრულდა და დაამატა: „ერი სახელმწიფოს და სახელმწიფო არმიის გარეშე არ არსებობს.“


საკვანძო სიტყვები: #მიტინგი , #იენიქაფი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები