დღეს გამართული უმაღლესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებები

გაერთიანებული შტაბის მეთაური ჰულუსი აქარი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს

539921
დღეს გამართული უმაღლესი სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებები

გაერთიანებული შტაბის მეთაური ჰულუსი აქარი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებს.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ კალინმა უმაღლეს სამხედრო საბჭოზე მიღებული და პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანის მიერ დამტკიცებული გადაწყვეტილებების თაობაზე განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გაერთიანებული შტაბის მეორე მეთაურად პირველი არმიის სარდალი არმიის გენერალი უმით დუნდარი დაინიშნა.

ამჟამინდელი მეორე მეთაური არმიის გენერალი იაშარ გულერი კი ჟანდარმერიის გენერალურ სარდლად დაინიშნა.

საზღვაო ძალების სარდალი არმიის ადმირალი ბულენტ ბოსტანოღლუ, სახმელეთო ძალების სარდალი არმიის გენერალი სალიჰ ზეკი ჩოლაქი და საჰაერო ძალების სარდალი არმიის გენერალი აბიდინ უნალი კი მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ.



მსგავსი ინფორმაციები